x
ამერიკულმა ავიაციამ თალიბების პოზიციებზე იერიში მიიტანა

imageაშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ავღანეთის ქალაქ კუნდუზზე ავიაიერიში მიიტანეს. როგორც "ბიბისი" ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე დაყრდნობით იტყობინება, ამერიკულმა ავიაციამ თალიბების პოზიციები დაბომბა.
ავიადარტყმების პარალელურად, ავღანეთის არმიამ კუნდუზზე შეტევა დაიწყო. ბოლო მონაცემებით, სამხედროებმა ქალაქის ციხის შენობა და პოლიციის სამმართველო გაათავისუფლეს.
თალიბები კუნდუზში 28 სექტემბერს შეიჭრნენ და ქალაქზე კონტროლი მალევე დაამყარეს. როგორც "ბიბისი" წერს, მებრძოლებისთვის ეს პირველი დიდი წარმატებაა ბოლო 14 წლის განმავლობაში.

0
129
2-ს მოსწონს
ავტორი:ზურა არჩემაშვილი
ზურა არჩემაშვილი
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0