x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
კოსმოსის შესწავლა – თანამგზავრული რევოლუცია

image










თანამედროვე ცხოვრება რთულად წარმოსადგენია თანამგზავრული ტექნოლოგიების გარეშე, რომელიც ქმნის მრავალმილიარდიან ბაზარს მაუწყებლობის სფეროში. კორპორატიულ ანგარიშში სახელწოდებით „კოსმოსის შესწავლა – თანამგზავრული რევოლუცია“ გლობალური თანამგზავრული ოპერატორი SES, თანამგზავრული ტექნოლოგიების სფეროში მიმდინარე ტენდენციაზე და რევოლუციურ ცვლილებებზე საუბრობს. ამ ცვლილებებს ინდუსტრიის დემოკრატიზება და მისი რესურსის ეკონომია მოაქვთ.


SES-ის კორპორატიული ანგარიში ამბობს, რომ თანამგზავრის მშენებლობისა და ორბიტაზე გაშვების მარტივი და უკვე გამოცდილი მეთოდები, ყოველთვის ვერ აკმაყოფილებენ რთული თანამედროვე მსოფლიოს მოთხოვნებს, სადაც ბაზრის ცვლილებებზე სწრაფი რეაგირებაა საჭიროა, სადაც კლიენტები დაინტერესებულები არიან მონაცემების სწრაფ და შეღავათიან გაცვლაში. გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი; თქვენ აშენებთ მძიმე თანამგზავრს ხანგძლივი დროის განმავლობაში, მას საჭირო საწვავით ამარაგებთ და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფთ მთელი დროის განმავლობაში.

წარმატების ახალი ფორმულა სამი ელემენტისგან შედგება: მცირე წონა + სხივების ეფექტური გავრცელება + ბაზრის სწრაფი ათვისება.

მცირე წონა სატელიტის კოსმოსში გაშვების ხარჯებს ამცირებს, რადგან, შესაძლებელი ხდება მისი დამატებითი კომერციული წონით დატვირთვა. ამისათვის, ქიმიურ ძრავს, რომელიც კლასიკური გეოსტაციონარული თანამგზავრის მასის უმეტეს ნაწილს შეადგენს, ელექტრონული ძრავით ანაცვლებენ. ე.წ. ელექტრონული თანამგზავრი ელექტროენერგიას მზის ელემენტებისგან იღებს, რომლებსაც 20 ან მეტი კილოვატის მუდმივ რეჟიმში გენერირების უნარი აქვთ.

კორპორატიულ ანგარიშში ხაზგასმულია ელექტრონული ძრავის მთავარი უპირატესობა ულტრათანამედროვე თანამგზავრ SES-12-ის მაგალითზე. ქიმიური საწვავის სისტემა ამძიმებს თანამგზავრს ათ ტონამდე. ის უფრო მეტ ფინანსურს რესურს ითხოვს, რომლის ასაწევად საჭიროა Arian 5-ი ტიპის მძიმე რაკეტამზიდი. მეორეს მხრივ, ელექტრონული ძრავის სისტემა თანამგზავრის წონას 5 ტონამდე ამცირებდა და მისი გაშვების შესაძლებლობას გვაძლევდა საშუალო ზომის რაკეტებით Falcon 9-ით და Arian 5-ით .

დაფარვის სხივების ეფექტურობა, თანამედროვე თანამგზავრის მეორე აუცილებელი ფაქტორია. რაც იმას ნიშნავს, რომ სიმძლავრის სპექტრის სტატიური განაწილების ნაცვლად, ბორტკომპიუტერი სიგნალის გაციფრულებასა და მის დამუშავებას ახდენს. ვიწრო ფოკუსირებული სხივების გამოყენება სიხშირეებისა და ციფრული პროცესორების გამოყენებით, მაღალადაპტირებული თანამგზავრის გამოჩენას უწყობს ხელს. მას მრავალი ფუნქციის შესრულება შეუძლია. მაგალითად, ბორტის ერთი ნაწილის გამოყენება პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობის (DTH) მომსახურების მიწოდებისათვის შეიძლება, მეორე ნაწილი კი სპეციალური ფოკუსირებული სხივების მეშვეობით, რომელსაც ბორტკომპიუტერი გადაამუშავებს, შესაძლოა სრულიად სხვა მიზნების შესრულებისთვის გამოვიყენოთ.

ბაზრის სწრაფი ათვისება, ახალი თაობის თანამგზავრის მესამე ელემენტია, რისი განხორციელებაც აპარატის სამოდულო კონსტრუქციით ხდება, რაც უკვე კარგად
გამოცდილი კომპონენტების გამოყენებას გულისხმობს, რომელთა ხელახლა გამოგონება ან მოდიფიკაცია არ არის საჭირო. სატელიტის მწარმოებლები უფრო და უფრო ხშირად იყენებენ „ბაზარზე ჩქარი მიწოდების“ კონცეფციას (fast-to-market), სადაც ძირითადი
კომპონენტები უკვე მოცემულია. ეს ძალიან ჰგავს ავტომანქანის უკანასკნელ მოდელს:
მისი გარეგნული იერი შესაძლოა ადრინდელის მსგავსი იყოს, თუმცა შეცვლილი და
განახლებული იქნება ძრავის ფუნქციები და აღჭურვილი იქნება ხელის, ავტომატური ან
სულაც სრულიად ახალი ელექტრო ტრანსმისიით. სწორედ ამავე პრინციპითაა აგებული დღევანდელი სატელიტების ახალი თაობა.

კორპორატიული ანგარიში ასევე ამახვილებს ყურადღებას მომავლის ტექნოლოგიებზე – „კოსმოსურ ბუქსირზე“ და მრავალჯერადი გამოყენების რაკეტაზე.

„კოსმოსურ ბუქსირებს“ შეუძლიათ კიდევ უფრო გააიაფონ რაკეტის კოსმოსში გაშვების
ხარჯები. იდეის არსი შემდეგია: თანამგზავრის გაშვება უფრო დაბალ ორბიტაზე, შემდეგ კი მისი გადაადგილება გეოსტაციონარულ პოზიციაზე კოსმოსური ბუქსირის საშუალებით ხდება.

მეორეს მხრივ, SpaceX-ის მფლობელის ილონა მასკას იდეა იმაში მდებარეობს, რომ შეიქმნას მრავალჯერადი კომპონენტი რაკეტის დედამიწაზე დასაბრუნებლად კოსმოსური ფრენის შემდეგ. კომპანიამ ტექნოლოგია უკვე გამოსცადა, როდესაც რაკეტის პირველი საფეხური საზღვაო მცურავ პლატფორმაზე დაეშვა, კოსმოსში გაშვების შემდეგ.

კორპორატიული ანგარიშის ბოლოს ნათქვამია, რომ მომხმარებელთა უმრავლესობა დაინტერესებულია მეტი სატელევიზიო არხების, გაუმჯობესებული პროგრამული ფუნქციების და სატელევიზიო გამოსახულების კიდევ უფრო გაუმჯობესებული
გაფართოების მიღებით. ამასთან, ვიდეო მხოლოდ ერთი კომპონენტია სერვისების ახალ პაკეტში რომელსაც თანამგზავრები მომხმარებლებს სთავაზობენ. მიუხედავად იმისა, თუ რას შეეხება მოთხოვნა - ვიდეოს, მონაცემთა გადაცემას, მობილურ კავშირსა თუ მთავრობას - იმ სერვისების მოთხოვნა, რომლებიც სატელიტებმა უნდა უზრუნველყონ ყოველდღიურად იზრდება.

0
1328
შეფასება არ არის
ავტორი:SES Astra
SES Astra
1328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0