x
მეტი
  • 15.12.2019
  • სტატია:97387
  • ვიდეო:344189
  • სურათი:459394
შოკისმომგვრელი ფოტოები ველური ბუნებიდან, ეს უკვე აპოკალიფსის დასაწყისია!
ველური ბუნების ფოტოგრაფმა, კერსტინ ლანგენბერგმა სოციალურ ქსელში,

Facebook-ის პირად ანგარიშზე პოლარული დათვის ფოტოები განათავსა. აქვე ქერტსნიმა დასძინა, რომ გლობალურ დათბობამ უკვე პიკს მიღწია და

ფაქტიც სახეზეა– ასე დაასათაურა ფოტოგრაფმა, Facebook-ის პირად ანგარიშზე განთავსებული პირველი ფოტო.


ლანგენბერგის ფოტოებს მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი მნახველი ჰყავს.


მნახველთათვის ეს ფოტოები ნამდვილად შოკისმომგვრელი იყო!


image


ფოტოში ჩანს პოლარული დათვი, რომელსაც დაკარგული აქვს ჭარბი წონა, ეს კი

მის არსებობას ერთი ორად უფრო ამცირებს. სოციალური მედია დღესდღეობით

აქტიურად საუბრობს ამ თემაზე.


image


გლობალური დათბობის შედეგად, ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ცხოველი

პოლარული დათვია, აქედან გამომდინარე ველური ბუნების ფოტოგრაფმა, კერსტინ

ლანგენბერგმა, ნორვეეგის კუნძულ სვალბარდზე პოლარულ დათვებს გადაუღო

შოკისმომგვრელი ფოტოები და გაავრცელა სოციალურ ქსელში. სვალბარდი ამ

ფაქტთან დაკავშირებით ძალიან ნერვიულობს და შემდეგი სიტყვებით ციტირებს:


"ტურისტების და ფოტოგრაფების უმეტესობა სვალბარდში პოლარული დათვების

დასათვალიერებლად ჩამოდიან. ეს რათქმაუნდა სასიამოვნოა, მაგრამ იქამდე სანამ

ამ ფოტოებს გადავიღებდი... დარწმუნებული ხართ რომ ეს ცხოველები კარგად არიან?

ათასობით ტურისტს აგზავნით ამ ტერიტორიებზე, მაგრამ არ იცით რა ხდება

სინამდვილეში! ბევრი პოლარული დათვი ვნახე, რომლებიც კარგად არიან, მხოლოდ

ეს არ არის მე ვნახე ისეთი დათვებიც, რომლებიც უკვე მკვდრები არიან, ან უკვე

კვდებიან! ვხედავდი, როგორ ეძებდნენ საკვებს, როგორ დასდევდნენ ირმებს,

ფრინველების კვერცხებს და წყალმცენარეებს. ჩემი აზრით ზუსტად ეს არის

გლობალური დათბობის მტკიცებულება! -დასძინა კერსტინ ლანგენბერგმა.


image


ფოტოებიდან ერთ-ერტში კარგად ჩანს, თუ როგორ მიათრევს პოლარული დათვი

მოკლულ პატარა დათვს....


image


პოლარული დათვები ძირითადად ზღვის ლომებით და სხვა ცხოველებით იკვებებიან,

მაგრამ როგორც ჩანს, როდესაც საკვები აღარ იშოვნება, სამწუხაროდ ერთმანეთის

ჭამასაც იწყებენ.


image


ქვემოთ მოცემული ფოტოები გარემოს ფოტოგრაფმა, ჯერი როსმა გადაიღო.

მისი თქმით ასეთი შემთხვევები ხშირად ხდებოდა, მაგრამ ამ ბოლო ხნებში ეს ძალიან გახშირდა. პოლარული დათვები ისედაც გადაშენების პირას დგანან და თუ დაიწყეს ერთმანეთის ხოცვა, რაღა მოხდება მაშინ?

ამ კითხვაზე მხლოდ ერთი პასუხი არსებობს, უფრო მალე გადაშენდებიან!


image


ჯერი როსის განცხადება, BBC-ზე:


"დიდი ხანია ვაკვირდებით პოლარულ დათვებს, ყოველდღიურად მათ უფრო

მეტი პრობლემა უჩნდებათ, ვიდრე დანარჩენ სხვა ცხოველებს. ისინი საკვებს

ვერ შოულობენ, ძალიან უჭირთ. ამიტომ არსებობისთვის ერთმანეთს ჭამენ, ასე

რომ ვთქვათ, სხვა გზაც არ აქვთ!"


image


როგორც ცნობლია გასულ წლის თებერვალში მსგავსი შემთხვევები განმეორდა

არქტიკაზეც, სადაც პატარა პოლარული დათვი, როდესაც ნადირობდა

სხვა ცხოველზე, მას უკნიდან დიდი პოლარული დათვი მიეპარა და სიცოცხლეს

გამოასალმა. ასეთი ფაქტები უკვე გახშირებულია პოლარულ დათვებში, გარემოს

ფოტოგრაფი, ჯერი როსი და ველური ბუნების ფოტოგრაფი, კერსტინ ლანგენბერგი

მაქსიმალურად ცდილობენ დააფიქსირონ პოლარული დათვების ცხოვრების

სხვადასხვა ეტაპები და გადმოსცენ მსოფლიო პრესას, რათა ყველამ დაინახოს

ველური ბუნების რეალური სახე. ეს უკვე აპოკალიფსის დასაწყისია, ასეც შეიძლება,

რომ ჩავთვალოთ, რადგან ცხოველები რომლებიც ერთმანეთს ხოცავენ და ჭამენ,

გლობალური დათბობისგან არის გამოწვეული, რა ელის ადამიანთა მოდგმას?

ეს ყველაფერი უკვე კითხვის ნიშნების ქვეშ ექცევა ყოველდღიურად!


imageimageimage



















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

13
5212
22-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
Mediator image
5212
  
2016, 22 ივლისი, 17:40
შეგიძლიათ რომ მიპასუხოთ, რა არსებობს მაშინ? გეტყობა ყველაფერი იცი შენ:):)
2016, 22 ივლისი, 17:38
ელოდეთ! და მართლა გჯერათ რომ მეცნიერება არსებობს დღეს?
2016, 21 ივლისი, 21:22
მეცნიერებმა დაამტკიცეს და თქვენ საიდან იცით?
2016, 21 ივლისი, 21:02
მე ვიცი რომ გლობალური დათბობები არასოდეს იქნება დედამიწაზე.
2016, 19 ივლისი, 9:30
თქვენ გგონიათ, რომ გლობალური დათბობა ტყუილია?
2016, 12 ივლისი, 19:00
გლობალური დათბობა, ქათმის გრიპი და ასეთი ცრუ საკითხები გლობალიზაცია და ა.შ. მოდის მასონური ლოჟებიდან. მათ სურთ პრობლემა შექმნან ინსპირირებული რომელსაც რეალობასთან საერთო არ აქვს.
2016, 11 ივნისი, 19:55
დაიწყო უკვე და....
ეჰ, რამის შეცვლა შეიძლებოდეს....
2015, 27 ნოემბერი, 7:21
ფიცს გაძლევთ, რომ არასოდეს იქნება გლობალური დათბობა და სხვა მსგავსი რამეები.
2015, 21 სექტემბერი, 15:31
ვჭამთ და ეგ არის, ამ საიტიდან დაწყებული, პოლიტიკით დასრულებული. სამწუხაროდ.
2015, 20 სექტემბერი, 16:38
იმედია
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10