x
image
პროფესორი
რატომ არ უნდა გავბრაზდეთ შეურაცყოფაზე

ერთმა ადამიანმა სახალხოდ შეურაცხყო ომარ ხაიამი: -შე უღმერთოვ! ლოთო! ქურდო!

საპასუხოდ, ხაიამმა მხოლოდ გაიღიმა.

უკანასკნელ მოდაზე, აბრეშუმის შარვალში გამოწყობილმა ახლაგაზრდამ, რომელიც ამ სცენას თვალ-ყურს ადევნებდა, ჰკითხა ხაიამს:

– როგორ შეგიძლია, მსგავსი დამცირებების მოთმენა? ნუთუ არ გწყინს?!

ომარ ხაიამმა კვლავ გაიღიმა და გაყოლა სთხოვა. ისინი საკუჭნაოში ჩავიდნენ. ხაიამმა სანთელი დაანთო და სკივრში ქექვას შეუდგა. ყოვლად გამოუსადეგარი, დაფლეთილი ხალათი ამოიღო და ელეგანტურად
ჩაცმულს მოზომვა სთხოვა. ახალგაზრდამ დაათვალიერა ხალათი და აღშფოთდა: – ეს ბინძური ძონძები რაში მჭირდება?! აი შენ კი, მგონი, ჭკუიდან შეიშალე ! – და დაფლეთილი ხალათი უკან მიუგდო.

– აი ხომ ხედავ, - უთხრა ხაიამმა, – შენ არ ჩაიცვი ეს ძველმანი. სწორედ ასე არ მივიღე ბინძური სიტყვები, რომლებიც იმ კაცმა მითხრა. გაბრაზდე შეურაცხყოფაზე, იგივეა, რომ მოირგო ის ძონძი, რომელსაც მოგიგდებენ.


image

4
2464
6-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
2464
  
2018, 3 სექტემბერი, 21:39
ცხყ
2015, 17 ოქტომბერი, 1:40
კაია
2015, 22 სექტემბერი, 14:27
გაიხარე
2015, 19 სექტემბერი, 17:16
გავაზიარეე
0 1 4