x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134542
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
ელტონ ჯონის განცხადებით, პუტინმა ლგბტ პრობლემების განსახილველად შეხვედრა შესთავაზა

imageცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა სერ ელტონ ჯონმა „ინსტაგრამზე“ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სურათი გამოაქვეყნა და დაწერა, - მადლობა ბატონო პრეზიდენტო, რომ დამიკავშირდით დღეს ტელეფონით. ველი თქვენთან პირისპირ შეხვედრას, რუსეთში ლგბტ პირების პრობლემებზე სასაუბროდ.
მას შემდეგ, რაც სერ ელტონ ჯონის განცხადება მედიამ აიტაცა, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს რუსეთის პრეზიდენტმა მომღერალთან შეხვედრა მოითხოვა.
„პუტინს არ უსაუბრია ელტონ ჯონთან და რაც მთავარია, არ მოგვითხოვია არანაირი შეხვედრა. თუმცა, პრეზიდენტი ყოველთვის მზადაა ადამიანის უფლებების განსახილველად. დარწმუნებული ვარ, თუ ამის მოთხოვნა იქნება, პრეზიდენტი შეხვდება ელტონ ჯონს“, - ციტირებს პესკოვს გამოცემა Huffington Post-ი.
აღსანიშნავია, რომ სერ ელტონ ჯონმა „ინსტაგრამზე“ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც უკრაინის პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს შეხვდა და ლგბტ საზოგადოების მხარდაჭრის აუცილებლობაზე ესაუბრა.

0
509
3-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
509
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0