x
image
K.P.
მარიამ კუკუნაშვილი: "თეა წულუკიანის ''საქმენი საგმირონის'' შესახებ: ახალშობილი ტყუპების გვამები ღუდუშაურშია დატყვევებული"

image
ორგანიზაცია "ახალი სიცოცხლის" დამფუძნებელი მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს: "მნიშვნელოვანი ინფორმაცია თეა წულუკიანის ''საქმენი საგმირონის '' შესახებ ჟურნალისტების საყურადღებოდ. იმის შესახებ რომ სამოქალაქო რეესტრში არავინ არაფრის გაგებაში არ არის ადრეც მოგახსენებდით. თუმცა მათი არაპროფესიონალიზმი სრულ მაზოხიზმში გადაიზარდა უკვე. რაღაც ერთწინადადებიანი ბრძანების გამო ( რომლის შეცვლა იუსტიციის მინისტრს ერთი ხელის მოსმით შეუძლია) რომ 5-6 თვეა სასამართლოს კარზე ყავს დაყენებული მშობლები, ამას შევეგუეთ უკვე. ეხლა კი მოხდა ის რომ ერთ-ერთ ოჯახს ახალშობილი ტყუპები გარდაეცვალა და წულუკიანის ბრძანების თანახმად დაღუპულ ბავშვებს მშობლებს არ ამარხინებენ . უკვე 3 კვირაზე მეტია ახალშობილი ტყუპების გვამები ღუდუშაურშია დატყვევებული და მშობლებს ეუბნებიან მინისტრი გვიკრძალავს და სასამართლოს მიმართეთო. ესეიგი, მშობლებმა რომ დაღუპული შვილები დამარხონ ამისათვის 5 თვე სასამართლოს კარზე უნდა იდგენენ? ეს არის არაპროფესიონალიზმი და სრული მავნელობა . ვთხოვ ჟურნალისტებს დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით . მივიდნენ და ნახონ, და საზოგადოებასაც ანახონ წულუკიანის მიერ დატყვევებული გვამები და შემდეგ განამარტინონ ქალბატონს, გაეროს რომელი კონვენცია კარნახობს ასე მოქცევას!!!"

"ეს ტყუპები სუროგაციის შედეგად დაიბადნენ, მათ ოჯახს პატარების ცხედრების გადასვენებაზე არანაირი პრობლემა არ აქვთ"-განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში.

როგორც ირკვევა, უისტიციის სამინისტრომ მკვდრადშობადობა უკვე დაარეგისტრირა. "თურმე სამოქალქო რეესტრს ღამეც და ოპერატიულადაც შესძლებია მუშაობა. მადლობის მეტი რა გვეთქმის"-დასძენს კუკუნაშვილი.image

0
536
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
536
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0