x
ანჯელინა ჯოლი: “მე ჯერ კიდევ ცუდი გოგო ვარ. ჩემი ველური მე არსად წასულა”
image


23 აგვისტოს, ჰოლივუდის ყველაზე ლამაზმა და ცნობილმა წყვილმა – ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი – ქორწილის იუბილე აღნიშნა. ჟურნალმა People, ის 10 რჩევა შემოგვთავაზა, რომელიც ვარსკვლავური წყვილისა და მათი მეგობრების აზრით, ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისა და მათი უსაზღვრო სიყვარულის განმაპირობებელი ფაქტორებია.


1.ნუ ეცდებით იყოთ იდეალური


ანჯელინა ჯოლი: “ვფიქრობ, არაერთი მომენტი ყოფილა, როდესაც საკუთარ თავს აღვუთქვი ვყოფილიყავი უკეთესი ქალი, უკეთესი დიასახლისი, უკეთესი დედა… ბრედი კი ყოველთვის ამას მეუბნებოდა: -“ძვირფასო, შენ ხომ თავადაც იცი, რაში ხარ კარგი და რაში არა…” -“არა, არა, მე ნამდვილი დიასახლისი უნდა გავხდე” – იყო ჩემი პაუსხი, თუმცა, მან იცოდა სად გადიოდა ჩემი შესაძლებლობების ზღვარი, როგორც კარგი ქალის და როგორც კარგი დედის”.



2.გამოხატეთ მადლიერება


წყვილის მეგობარი: “ისინი, მუდამ თავიანთ ურთიერთობებზე მუშაობენ. როგორც ჩანს, გრძნობების გამოსახატად საუკეთესო მეთოდს მიაგნეს – იყვნენ გულწრფელნი ერთმანეთის მიმართ. ბრედი და ენჯი მუდმივად კომპლიმენტებს ეუბნებიან ერთმანეთს. არ ერიდებიან გრძნობების გამოხატვას ერთმანეთისა და ბავშვების მიმართ. მათი ურთიერთდამოკიდებულების დემონსტრირება ბავშვებისთვის კარგი მაგალითია”.


3.გახსოვდეთ, თქვენ ერთი გუნდი ხართ!


ანჯელინა ჯოლი: “ბრედი ჩემ გვერდით იყო, როდესაც ოპერაციას მიკეთებდნენ Pink Lotus Breast Center-ის ჰოსპიტალში. ის ახერხებდა ჩემთან საუბარს და ჩემს გაცინებას. ჩვენ ვაცნობიერებდით, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და რომ ეს ჩვენს კავშირს, ჩვენს ოჯახს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებდა… და სახეც მოხდა”


4.შეგეძლოთ კომპრომისზე წასვლა


ბრედ პიტი: “მე და ენჯიმ შეთანხმება დავდეთ – თუკი ერთი ჩვენგანი მუშაობს, მაშინ მეორე ბავშვებს უვლის. 2012წელი ჩემთვის ოჯახის წელია. დედიკო ძალიან ბევრს მუშაობდა და გულწრფელად რომ გითხრათ, მეც უზარმაზარ სიამოვნებას ვიღებდი ბევშვებთან ყოფნით”.


5.კარგი ურთიერთობები ღრმავდება (და ღრმავდება)


ანჯელინა ჯოლი: “ბრედმა ჩემი ცხოვრების ისეთი საზღვრები გააფართოვა, რომელზეც ვერც კი ვიოცნებებდი. ჩვენ ოჯახი შევქმენით. ის უბრალოდ ჩემი ცხოვრების სიყვარული კი არ არის, არამედ ჩემი ოჯახია; ჩემი სიმდიდრეა”.


6.ოჯახი უპირველეს ყოვლისა


ანჯელინა ჯოლი: “ვგონებ, ბრედმა მასწავლა, რომ ოჯახის კეთილდღეობა ყველაზე მნიშვნელოვანია. მადლობელი ვარ, რომ ასეთი მოსიყვარულე ოჯახი მყავს, ბრედის გარეშე ვერაფერს გავუმკლავდებოდი.”


7.იცოდე რისი მიღება გინდა შენი პარტნიორისგან


ანჯელინა ჯოლი: “20 წლის ასაკში ყველა თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ველოდებით, ნამდვილ ღვთაებას. თუმცა, შემდეგ გული გვწყდება იმის გამო, რომ ეს ყველაფერი არასტაბილური და დროებითია. 40 წლის ასაკში კი ზუსტად იცი, რომ გვერდით მხოლოდ ნამდვილი მამაკაცი გინდა”.


8.არ ჩააქროთ ცეცხლი


ანჯელინა ჯოლი: “მე ჯერ კიდევ ცუდი გოგო ვარ. ჩემი ველური მე არსად წასულა. უბრალოდ, ის ბრედს ეკუთვნის”.


9.ეცადეთ ცუდშიც კარგი ეძებოთ


ბრედ პიტი: “იმ თვეების განმავლობაში, როდესაც ენჯიმ მძმე ოპერაცია გადაიტანა, ძალზე ემოციური და ამაღელვებელი იყო. გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ უდიდესი შვებაა, როდესაც იცი, რომ უკვე ყველაფერი უკანაა, რომ აღარაფერი გემუქრებათ, რომ აღარაფერი გავნებთ… ამქვეყნად ყველაზე მეტად ჩვენი ოჯახით ვამაყობ. ამას ვერავინ გაიგებს”.


10.იყავით ერთმანეთის მოტივატორები


წყვილის მეგობარი: “მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი, ერთმანეთის შთაგონების წყარო და იდეების გენერატორები არიან”.


შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 12 ნოემბერს, კინოგაქირავებაში, წყვილის მონაწილეობით, ახალი ფილმი გაეშვება, სახელწოდებით “By the Sea”.

0
86
1-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0