x
image
Lerato
მხატვარი, რომელიც ოჯახური ძალადობის ყველა მსხვერპლს სვირინგს უფასოდ უკეთებს
image


სხეულზე არსებულ იარებს შეუძლია ადამიანს დიდი ხნის მანძილზე გაახსენოს ის ტკივილი და ძალადობა, რაც ერთ დროს თავს გადახდა. სწორედ ამიტომ მხატვარმა და სვირინგის სპეციალისტმა ფლავია კარვალომ გადაწყვიტა ამ ადამიანებისთვის ცხოვრება შეემსუბუქებინა. მისი პროექტი სახელწოდებით "A Pele da Flor" (ყვავილის კანი) იმ ქალბატონებს, ვინც მსგვსი საშინელება გადაიტანა ცხოვრებაში, სხეულს ულამაზებს სრულიად უფასოდ. ორი წლის მანძილზე ფლავია ეხმარება ქალებს დანითა და ტყვიით დატოვებული იარების დაფარვაში. ასევე მათ, ვისაც მასტექტომია აქვთ გაკეთებული. მხატვარი ამით წარსულში მომხდარი არასასიამოვნო მოგონებების სილამაზედ გადაქცევას ცდილობს.


ფლავია კარვალოს საკუთარი სტუდია აქვს კურიტიბაში (ბრაზილია). "დიდი ხანი არ არის რაც ეს პროექტი დავიწყე და ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ მედია ამდენად დიდ ყურადღებას მიაქცევდა., " მხატვარმა ესაუბრა Huffington Post -ის ჟურნალისტს. "ეს ძალიან სპონტანურად დაიწყო. როგორც უკვე აღვნიშნე, პროექტი სრულიად უფასოა; ქალებს მხოლოდ ის ევალებათ, რომ შეარჩიონ მათთვის სასურველი სვირინგი."


"ეს ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო – ერთ კლიენტთან ვმუშაობდი, რომელსაც მუცელზე დიდი ზომის იარის დამალვა უნდოდა."


image


"მან მომიყვა, რომ ის ღამის კლუბში იყო, როდესაც ეს საშინელება შეემთხვა – კაცი მიუახლოვდა და ჯიბის დანა მუცლის არეში დაარტყა. მას შემდეგ რაც ქალმა დასრულებული სვირინგი იხილა, გული ძალიან აუჩუყდა – ამან კი ჩემზე ძალიან იმოქმედა."


image


"ყველაზე მეტად, 17 წლის გოგონამ გამოიწვია ჩემი დიდი გულისტკივილი, რომელიც მასზე უფროს მამაკაცს ხვდებოდა თვეების განმავლობაში. ეს უკანასკნელი კი ფიზიკურად უსწორდებოდა."


image


"როდესაც მან საბოლოოდ გადაწყვიტა გოგონასთან დაშორება, შეხვედრა დაუნიშნა, თავს დაესხა და მუცლის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა დანით."



image


მხატვარი ასევე დახმარებას უწევს იმ ქალბატონებს, რომელთაც მასტექტომია აქვთ ჩატარებული.


image


ეს სვირინგი კი ტყვიისგან დატოვებულ იარას ფარავს.


image


0
361
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
361
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0