x
"ტოიოტა" წყალბადის ავტომობილების წარმოებას იწყებს

image

"ტოიოტა" 2015 წელს წყალბადის საწვავზე მომუშავე ავტომობილის სერიულ წარმოებას იწყებს, რომლის საცალო ფასი 100 ათას დოლარს არ გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ ადრეული პროტოტიპების წარმოება კომპანიას მილიონი დოლარი უჯდებოდა.

ახალი ავტომობილი შემდეგი პრინციპით მუშაობს: წყალბადი ელექტროენერგიად გარდაიქმნება, რომლითაც სპეციალური ძრავა იმუხტება. მისი უპირატესობა ელექტრომანქანებთან შედარებით ის არის, რომ საწვავის მარაგს უფრო დიდხანს ინარჩუნებს და დამუხტვასაც მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება. ახალი ავტომობილის შექმნით "ტოიოტა" ამავე დროს, ეკოლოგების გულის მოგებასაც ცდილობს.

წყალბადის მანქანების პრობლემა დღემდე მისი მაღალი თვითღირებულება იყო, თუმცა, კომპანიაში იმოდოვნებენ, რომ მალე მისი ფასი შიდაწვის ძრავიან ავტომობილებისას გაუტოლდება. მიზნის მიღწევას "ტოიოტა" ტექნოლოგიების დახვეწის წყალობით ვარაუდობს. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ უკვე სამჯერ შეამცირა პლატინის გამოყენება - ახალ კონსტრუქციას მხოლოდ 30 გრამი ძვირფასი მეტალი სჭირდება.

0
310
7-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0