x
image
თამთა სიხარულიძე
ეკა ხოფერიას შვილის ამაღელვებელი წერილი

image„ვიცი, რომ ამ სიტყვებს ბევრჯერ უნდა გამეორება, მაგრამ ცივი ბავშვი ვარ“ - წერს ეკა ხოფერიას შვილი და ამაღელვებელი პოსტით ულოცავს დედას დაბადების დღეს.
„დე, შენ ისეთი დედა ხარ, რომელზეც ყველა ოცნებობს. ისეთი კეთილი და მხიარული... როცა ბედნიერი ხარ მეც და ყველას შენს გარშემო აბედნიერებ, ხანდახან მკაცრიც ხარ და ხშირად ვბრაზდები ხოლმე ამაზე, მაგრამ ვიცი, იმიტომ მეჩხუბები, რომ ჩემთვის ყოველთვის ყველაფერი საუკეთესო გინდა. არ გინდა ვინმემ, ან რაიმემ მაწყენინოს.
იცი, როგორ მეამაყები? ჩემთვის მისაბაძი და ნომერ პირველი ადამიანი ხარ და ნუ ჩაგეცინება ამის წაკითხვაზე, რატომ არ უნდა მეამაყებოდე? შენ ხომ იმდენ კეთილ საქმეს აკეთებ და იმდენ ადამიანს ეხმარები.
ვიცი, რომ ამ სიტყვებს ბევრჯერ უნდა გამეორება, მაგრამ ცივი ბავშვი ვარ და მრცხვენია ხოლმე, და არასოდეს არ დაივიწყო, რამდენიც არ უნდა გეჩხუბო მიყვარხარ და სულ მეყვარები! ასე რომ გილოცავ დე, დაბადების დღეს, აბა შენ იცი. იყავი და ხარ საუკეთესო (43) წლის ადამიანებს შორის. მიყვარხარ.
P.S გრამატიკული შეცდომებისთვის და გრაფიკული შრიფტისთვის ბოდიში, ვნერვიულობდი ამას რომ ვწერდი.


ეკას ხოფერიას კომენტარი:„ეს რა გამიკეთე, დედიკო... ყველაზე ბედნიერი ვარ და მე უფრო, ხო იცი!!! კიდევაც მეამაყები, კიდევაც მიყვარხარ და კიდევაც მევასები მაგრად)) გკოცნი, შენი ეკა“!!!



0
473
4-ს მოსწონს
ავტორი:თამთა სიხარულიძე
თამთა სიხარულიძე
473
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0