x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134628
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
მექაში სამშენებლო ამწე ალ-ჰარამის მეჩეთს შეეჯახა - დაღუპულია 107 ადამიანი(ფოტო)

imageქალაქ მექაში მშენებლობის დროს ამწე ალ-მასჯიდ ალ-ჰარამის მეჩეთს შეეჯახა. საუდის არაბეთის ხელისუფლების განცხადებით, სულ მცირე 107 ადამიანი დაიღუპა, 238 კი დაშავდა. ცნობილია, რომ ინციდენტი ძლიერმა ქარმა და წვიმამ გამოიწვია.
ამჟამად მექაში ყოველწლიური დღესასწაულისთვის - ჰაჯისთვის ემზადებიან, რომელიც მიმდინარე თვეში დაიწყება. ჰაჯის დროს, მექისა და იქ არსებული სიწმინდეების მოსალოცად, მთელი მსოფლიოდან სამ მილიონამდე მუსულმანი ჩადის.
ალ-მასჯიდ ალ-ჰარამი მუსულმანებისთვის მთავარი და ყველაზე დიდ მეჩეთია. მისი მშნებლობა მე-7 საუკუნეში დაიწყო. მეჩეთის შიდა ეზოში მდებარეობს ქააბა - რომლის მიმართულებითაც მსოფლიოს 1.6 მილიარდი მუსულმანი ლოცულობს.
imageimage

0
89
3-ს მოსწონს
ავტორი:უჩა
უჩა
89
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0