x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
Mansory -მ Mercedes S Coupe 1000 ცხ.ძ. -იანი გახადა

image

Mansory -ს ბიჭები არასდროს არ ტოვებენ დიდ ავტოსალონებს ყუადღების გარეშე და თითქმის ყოველთვის გამოაქვთ ახალი, საინტერესო პროექტი. ფრანკფურტის შოუც არ იქნება გამონაკლისი და ცნობილი ტიუნინგ ატელიე ერთ კვირაში წარმოადგენს 1000 ცხენის ძალის მქონე Mercedes-Benz S კუპეს.
უფრო ზუსტად, რომ ვთქვათ ეს არ არის ახალი პროექტი, “მანსორი” -ში მასზე ადრეც იმუშავეს, უბრალოდ ახლა გადაწყვიტეს, რომ 900 ცხ.ძ. საკმარისი არ არის და ორკარა S63 AMG გადააქციეს Black Edition -ად, რომელსაც შეუძლია გამოიმუშავოს არამარტო მხოლოდ 1000 ცხენის ძალა, ასევე გიჟური 1400 ნმ ბრუნვითი მომენტი. რაც საშუალებას აძლევს ავტომობილს განავითაროს 0-100 კმ/სთ სიჩქარე 3, 2 წმ -ში (0, 7 წმ -ით ნაკლები წინამორბედთან შედარებით). ამასთან მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს 300 კმ/სთ -ს, შეუძლია მეტიც მაგრამ შეზღუდულია ხელოვნურად.
სხვა განახლებებიდან ავღნიშნავთ 22 დიუმიან დისკებს, Vredestein Ultrac Sessanta -ს საბურავებსა და რათქმაუნდა Mansory -ს საფირმო გაფორმებას. ასეთ მოდელს ტიუნერი მხოლოდ 6 ერთეულს გამოუშვებს.

image

0
77
1-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0