x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133844
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
7 ყველაზე საშიში მომავლის იარაღი, რომელიც რუსეთში მუშავდება
image
ამერიკულმა რესურსმა We are the Mighty, რომელიც სამხედრო თემატიკაზეა პეციალიზებული, გამოაქვეყნა "ყველაზე საშიში"იარაღების სია, რომლებზეც დღეისთვის რუსეთი მუშაობს. "დღეს, როცა რუსულ სამხედრო ძალებს უამრავი სირთულის გადალახვა უწევთ, კრემლი ძალას არ იშურებს მათ გასაძლიერებლად", - წერს სტატიის ავტორი, დევიდ ნაი. იგი აღნიშნავს, რომ რუსეთი ძალიან სწრაფად ახდენს საკუთარი შეიარაღების მოდერნიზებას.


სტატიის ავტორს მოჰყავს ჩამონათვალი 7 "ყველაზე საშიში" იარაღისა, რომელთა განახლებას რუსეთი დაასრულებს იმ შემთხვევაში, თუ მოდერნიზაციის პროგრამა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს გადაურჩება.


1. ახალი თაობის წყალქვეშა ხომალდები

image



როგორც ცნობილია, რუსეთი ამჟამად ავითარებს სრულიადა ახალ, როგორც მეოთხე, ასევე მეხუთე თაობის სუბმარინებს. ნაი აღნიშნავს, რომ მომავალი, მეხუთე თაობის რუსული წყალქვეშა ხომალდების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. თუმცა არსებული ინფორმაციის მიხედვით, მათზე დამონტაჟებული იქნება ახალი ატომური რეაქტორი, ერთმანეთთან დაკავშირებული იქნებიან წყალქვეშა სისტემით და ზოგიერთი დავალებისთვის გამოყენებული იქნება საბორტო რობოტები.


2. ზებგერითი რაკეტები

image

რუსეთს დაგეგმილი აქვს, ზებგერითი შეიარაღების პროგრამის – BrahMos II-ის შექმნა, რისთვისაც, სტატიის ავტორის აზრით, მას პოტენციალი ნამდვილად აქვს: ეს არის ინდოეთთან თანამშრომლობით წარმოებული ზებგერითი პაკეტი, სახელწოდებით "BrahMos" და მასში შემავალი ზებგერითი მფრინავი აპარატი Ю-71.


"Ю-71 შეძლებს მიზნისკენ გაფრინდეს არაპროგნოზირებადი ტრაექტორიით 11 ათასი კმ/სთ სიჩქარით ისე, რომ ვერანაირი პრობლემა მერ შეუქმნას რაკეტსაწინააღმდეგო თავდავამ" - წერს სტატიის ავტორი.


3. სტელს-ტექნოლოგიის მაღალი ტვირთამწეობის სტრატეგიული ბომბდამშენები


image

ახალი რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი ПАК ДА, სტატიის ავტორის აზრით, გარკვეული მახასიათებლებით ჩამოუვარდება ჰიპერბგერით თვითმფრინავს, რომლის შექმნასაც გეგმავდა რუსეთი თავიდან. უმცა იგი საკმარისად "უჩინარი" იქნება იმისათვის, რომ ფრთიანი რაკეტები გამოიყენოს შორ მანძილზე ავიამზიდავებისა და სხვა სამიზნეების წინააღმდეგ.

4. საჰაერო თავდაცვითი რაკეტები

image

იმ დროს, როცა თითქმის ყველგან წერენ რუსულ საზენიტო სარაკეტო კომპლექსებზე С-300, რუსეთი ფედერაცია მუშაობს კომპლექტზე С-500 "პრომეთე" - წერს სტატიის ავტორი.
"მოსალოდნელია, რომ С-500 შეძლებს 5-დან 10 ბალისტიკური რაკეტის ერთდროულად ამუშავებას და დაბალი ორბიტის თანამგზავრებზე დარტყმას" - ვკითხულობთ სტატიაში.


5. ლაზერები


image

რუსული სალაზერო პროგრამების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. თუმცა, თუ თავად რუსული მხარის განცხადებას დავუჯერებთ, "იგი განვითარებულია იმავე დონეზე, როგორიც ამერიკული". შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსულ ლაზერებს შეეძლებათ ყველა იმ შეიარაღებული სისტემის განადგურება, რომელთა იმედი აქვს აშშ-ს.


6. ავიამზიდავები

image

რუსულ ავიამზიდავებზე საუბრისას, ნაი მათ განვითარებას "საკამათოდ" მიიჩნევს. თუმცა აღნიშნავს, რომ თუ მაინც მოხერხდა მათი წყალში ჩაშვება, ისინი გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე საბჭოთა კრეისერი "კუზნეცოვი".


7. "გამომრთველი", რომელსაც შეუძლია მოწინააღმდეგის იარაღსა და საკომუნიკაციო საშუალებებზე კონტროლი

image

რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემა, რომელიც ამჟამად რუსეთში მუშავდება, სავარაუდოდ შესაძლებელს გახდის ყველა მოახლოებული საფრთხის "გათიშვას" - დაწყებული ნატოს ხომალდებიდან, რაკეტებითა და მომავლის ზებგერითი იარაღით დამთავრებული.



7
4275
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4275
  
2022, 29 აპრილი, 14:17
რუსეთში არ დარჩა სპეციალისტების გუნდი რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად შექმნას რაიმე ღირებული, ამიტომაც დარჩა რუსეთი ავიამზიდის გარეშე, უკრაინის წინააღმდეგ იყენებს ჯერ კიდევ სსრკ-ს დროინდელ რაკეტებს, თავად ტაქტიკურ-ოპერატიული რაკეტა "ისკანდერიც" კი როგორც პროექტი შეიქმნა სსრკ-ს დროს.
ერთადერთი რაც მათ შექმნეს ესაა "კინჟალი" და მააც იმხელა ცდომილება აქვს უბრალოდ მის ეფექურობაზე საუბარიც კი ზედმეტია.
რუსულ უახლეს წყალქვეშა ნავზე უწყინარ ვითარებაში მეტყველებს მის ტექნოლოგიურ ჩავარდნაზე.
2022, 29 აპრილი, 14:13
რუსები ფიქრობდნენ ასე, მაგრამ აღმოჩნდა სულაც არ ყოფილა რუსული არმია ასეთი ძლიერი საბედნიეროდ.
2018, 29 სექტემბერი, 15:47
ჰიპერბგერთი ;)
ზე ბგერით არის უკვე
2017, 6 თებერვალი, 11:01
კიდევ კარგი რაც ამერიკას აქ სამხედრო ბიუჯეტი რუსეთს არ აქ მაგდენი თორე მერე გენახათ მაგათი ბლატავი
2015, 8 სექტემბერი, 8:43
:))
2015, 8 სექტემბერი, 8:06
მომასწარი :)
2015, 7 სექტემბერი, 18:30
მოკლედ, რუსეთს იარაღით და ტექნიკით ვერავინ ჯობნის, ამიტომ აქვს "დიდი გული"...
0 1 7