x
შესაძლოა ჰიუ ჯეკმანი ახალი ჯეიმს ბონდი გახდეს

image

მისი სახელია ჰიუ. ჰიუ ჯეკმანი. თუმცა თავისუფლად შეუძლია რომ გახდეს “ჯეიმს ბონდი”. ამჟამად მსახიობი დაკავებულია, რადგან მან კიდევ ერთხელ უნდა განასახიეროს სამურავი ფრანჩაიზში, რომელმაც მას უდიდესი წარმატება მოუტანა, თუმცა თავად ჰიუ აცხადებს, რომ მისთვის ეს იქნება ბოლო ნაწილი. ეკრანებზე მუტანტ ჯეკმანს მეტჯერ ვეღარ ვიხილავთ.
imageცოტა ხნის წინ, მსახიობი მიწვეული იყო ავსტრალიურ შოუში The Program, სადაც ჰკითხეს თუ რას ფიქრობდა ჯეიმს ბონდის როლის შესრულებაზე, მან კი თამამად განაცხადა:
“იცით, მე აუცილებლად განვიხილავ ამ თემას.”
ჯეკმანი უბრალოდ ნაკვერჩხლის გაღვივებას არ ცდილობს. ამავე ინტერვიუში მან განაცხადა, რომ შეთავაზება მისთვის უკვე გაუკეთებიათ პროდიუსერებს მანამ, სანამ დენიელ ქრეიგს მიმართავდნენ, თუმცა იმ მიზეზის გამო, რომ ჰიუ იმ დროს მუტანტის როლზე მუშაობდა, უარი თქვა წინადადებაზე. ახლახანს მას კიდევ ერთხელ შესთავაზეს ეს როლი და ფიქრობს, რომ ეს შანსი ხელიდან გასაშვები არაა.
imageმართალია იყო ჭორები, თითქოს დენიელ ქრეიგი ამ როლზე დაამტკიცეს, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ მსახიობმა განაცხადა შემდეგი.
“მე მაქვს ცხოვრება და მინდა რომ მასში ვცხოვრობდე კიდეც.”
თუმცა, ძალიან მალე დენიელ ქრეიგს, როგორც ჯეიმს ბონდს ვიხილავთ ფილმში სახელწოდებით Spectre, რომელიც კინოთეატრებში 2015 წლის 6 ნოემბერს გამოჩნდება. გააგრძელებს თუ არა ქრეიგი ჯეიმს ბონდობას, ან გვეყოლება თუ არა ახალი 007, ამას ძალიან მალე გავიგებთ. მანამ კი ისიამოვნეთ Spectre-ის ტრეილერით.


0
25
1-ს მოსწონს
ავტორი:vako123
vako123
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0