x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
საინტერესო ფაქტები პოკერის შესახებ

imageამერიკელმა ალექს ჰემსტრიმ ლას-ვეგასის ერთ-ერთ კაზინოში (The Mirage) ზედიზედ 2_ჯერ შეაგროვა როიალ ფლეში. იმის ალბათობა, რომ როიალ ფლეშს შეაგროვებ ორჯერ ზედიზედ, ტოლია იმის ალბათობისა, რომ მაიმუნს დასვამენ როიალთან და დაუკრავს ამონარიდს მთვარის სონატადან 3 წუთის განმავლობაში შეუშლელად.
2. ფიშკების ზომა ყოველთვის შეუცვლელია. მისი დიამეტრი 39 მმ_ია. ფიშკების წონა არის : 4გ – მსუბუქი ფიშკა, 5_დან 9 გრამამდე – საშუალო ფიშკა, 11.5გ – მძიმე ფიშკა, 13გ_ის ზემოთ – სუპერ მძიმე ფიშკა. ჩვეულებრივად კაზინოებში ფიშკის სტანდარტული წონა არის 11.5გ. როგორც წესი, ფიშკების ფასს განსაზღვრავს მისი წონა, რაც უფრო მძიმეა ფიშკა მით უფრო ძვირია.

3. კარტის დასტიდან თითოეული ოთხი მეფე განასახიერებს ცნობილ ისტორიულ მმართველებს : მეფე ყვავი – დავით მეფეს, მეფე ჯვარი – ალექსანდრე მაკედონელს, მეფე გული – ჩარლზ პირველს, მეფე აგური – იულიუს კეისარს.

4. კაზინოში, როგორც წესი ყოველი 15 წუთის შემდეგ კარტის დასტას ცვლიან თამაშის შეუჩერებლად.

5. 52 კარტიანი სტანდარტული კარტის დასტიდან შესაძლებელია შეგროვდეს 2, 598, 960 პოკერის კომბინაცია.
6. ამერიკის შეერთებული შტატების 37_ე პრეზიდენტ რიჩარდ ნიკსონს უყვარდა პოკერის თამაში. ზუსტად პოკერის დახმარებით მან შეაგროვა საჭირო თანხა წინასაარჩევნო კამპანიისთვის.

7. რაც არ უნდა უცნაური იყოს, პოკერში მოგების მიზეზი ის კი არ არის თუ რამდენად კარგად ითამაშებ, არამედ ის, რომ გქონდეს უნარი მოწინააღმდეგე შეცდომაში შეიყვანო.
8. ძველად ტუზი სულაც არ ითვლებოდა ყველაზე მაღალ კარტად, არამედ ითვლებოდა მეფე. ტუზი იყო ყველაზე დაბალი კარტი.

9. არსებობს აზრი, რომ კარტის დასტას აქვს რაღაც მეტაფიზიკური მნიშვნელობა. 52 კარტი განასახიერებს წლის 52 კვირას, 4 ფერი – წელიწადის დროებს, ერთი ფერის 13 კარტი – მთვარის ციკლის 13 ფაზას. თუ ამ ყველა მნიშვნელობებს შევკრიბავთ, გამოვა 365, როგორც წელიწადის დღეები. ხოლო თუ დავუმატებთ ჯოკერს, გამოვა 366 – ნაკიანი წელიწადის დღეები.
10. სულ პირველად კარტი გამოიგონეს ქრისტეს შობამდე 900 წელს აზიაში.
11. მე-14 საუკუნეში კარტის თამაში შემოიტანეს ევროპაში.
12. 10-2_ის გამოსახულება ასოცირდება დოილ ბრანსონთან (ის იყო ყველაზე გავლენიანი პიროვნება პოკერის სამყაროში), А. К._ს პოკერის მოთამაშეებმა მეტსახელად ანა კურნიკოვა შეარქვეს, რადგან იშვიათად იმარჯვებს, მაგრამ გამოიყურება საკმაოდ ლამაზად.


13. ამჟამად მსოფლიოში პოკერის თამაშის 130_ზე მეტი სახეობა არსებობს.

14. პოკერში ყველაზე დიდი ფულადი პრიზი მოიგო ჯეიმი გოლდმა 12, 000, 000 დოლარი. WSOP_ში 2006 წელს. ( WSOP – WORLD SERIES OF POKER ).

15. ფილ ხელმუტი არის WSOP_ის 11 ოქროს სამაჯურის მფლობელი. ის ამყარებს მსოფლიო რეკორდს. დღემდე არავის მიუღია ამდენი ოქროს სამაჯური.


16. ამბობენ, რომ პოკერს ჭუჭყიან ტანსაცმელში თუ ითამაშებ წარმატებას მოგიტანს… ხოლო თუ პოკერის თამაშის დროს შენთან ერთად ოთახში ძაღლი იქნება ეს ცუდის ნიშანია.
17. ამერიკის შეერთებული შტატების 43 პრეზიდენტიდან 19 პოკერს თამაშობდა.

3
330
3-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
330
  
2015, 26 აგვისტო, 20:00
მე კიდევ პირიქით უკან წავედი :D:D:D
2015, 26 აგვისტო, 19:33
მეც ეგრე ვარ... რიჩარდ ნიკსონმა წინა სარეკლამო თანხა შეაგროვა პრეზიდენტობისთვის და მე 1000 დოლარიანი იაპონური მანქანა როვიყიდოო ის ვერ შევაგროვე :DDDD
2015, 26 აგვისტო, 18:57
მაგარია გავაზიარე....როგორც პოკერის მოყვარული >>D:
0 1 3