x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
მლოცველი
image " მლოცველი"

მარანტა ტროპიკული ტყის ძალიან ლამაზი ფოთლივანი მცენარეა. ზოგ სახეობას, მაგალითად ამ ფოტოზე გამოსახულ მარანტას წითელ ძარღვიანი ფოთლები ისე ზუსტად და კოხტად აქვს მოხატული, რომ ნამდვილი არც კი გეგონებათ. მარანტა ჰორიზონტალურად იზრდება და თანდათან განზე გადის, ამიტომ იდეალურია, თუ მას მაღალი მცენარეების ძირში, და დაბალ ქოთანში მოათავსებთ, სადაც თაკარა მზე ვერ მისწვდება. მარანტას ფოთლები ყოველ საღამოს იხვევა და ვერტიკალურად დგება, სწორედ ამიტომ ეძახიან მას "მლოცველს".


სინათლე

დადგით სინათლეზე, მაგრამ მზის


პირდაპირ სხივებს მოარიდეთ.




მოვლა

რაც უფრო თბილა, მარანტას მით

მეტი ტენი სჭირდება. მტვერი და

წყლის წვეთები ფოთოლს აუშნოებს,

ამიტომ ზემოდან ნუ მორწყავთ.



მორწყვა

ზაფხულში უხვად მორწყეთ,

რათა მიწა მუდამ ტენიანი იყოს.

როცა ტემპერატურა დაეცემა, მორწყვაც

შეამცირეთ.



ტემპერატურა

მთელი წელი შეინარჩუნეთ

მინიმალური ტემპერატურა- 16

გრადუსი. ცხელ ზაფხულში მეტი

ტენი სწირდება.


ზომა

დაახლოებით 80 სმ.


ადგილი

დაჩრდილული სასტუმრო ოთახი.

0
551
3-ს მოსწონს
ავტორი:ახალი გზა
ახალი გზა
551
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0