x
image
მამუკა123
„აურია რამსები“ : ლავროვმა ურჩია გაეროს უშიშროების საბჭოს, „არ ჩაყოს ცხვირი“ MN17-ს (მალაიზიური ბოინგი) დაღუპვის გამოძიებაში

imageსააგენტო "pressafoto.ru" აქვეყნებს სტატიას სერგეი ლავროვის ინტერვიუს შესახებ, სადაც მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. გთავაზობთ ამ სტატიის თარგმანს:
''კუდი ცდილობს, მართოს ძაღლი: ლავროვმა განაცხადა, რომ არ ურჩევს „გაეროს" უშიშროების საბჭოს დაკავდეს მალაიზიური ბოინგით, ეტყობა, ვირთხებს ტვინები დაუდამბლავდათ ბოინგის დაღუპვის საქმეში მოსალოდნელი იმედგაცრუების გამო და ვეღარ აკონტროლებენ თავს. მაშასადამე, ტრიბულნალი უნდა შესდგეს და ისინი უნდა გამჟღავნდნენ და დაისაჯონ - და პერსონალურად, როგორც ხელისუფლება, ისე ამ ფაშისტური ქვეყნის ეკონომიკა.
ფრიად თავისებური ინტერვიუ მისცა სააგენტო „ტასს"-ს რუსეთის საგარე-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ლავროვმა. აგრძელებს რა მთელი მსოფლიოსთვის „უმაღლესი პილოტაჟის" დემონსტრირებას--- დიპლომატიას „რუსულად", რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ „არ ურჩევს „გაეროს" უშიშროების საბჭოს, ჩაერიოს მალაიზიური „ბოინგის" კატასტროფის გამოძიებაში, იტყობინება joinfo.ua.
ლავროვის აზრით, აღნიშნული „ჩართვა" ხდება „გაეროს" წესდების საპირისპიროდ. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ვეტოს უფლება შეკავებისა და საპირწონის სისტემის ძირითადი გარანტია.
ლავროვმა ინტერვიუში ქებით მოიხსენია სსრკ, რომლემაც აქტიურად გაიტანა წესდების პრინციპები „რომლებიბიც დღეს ყველაზე სიცოცხლისუნნარიანია ---- მხარეთა თანაბარუფლებიანობა, ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ხალხთა თვითგამორკვევის უფლებისპატივისცემა, როგორც გაეროს ფუძემდებლური პრინციპი და ყველა სახელმწიფოს ვალდებულება ---- უზრუნველყოს ხალხთა უფლებები თავის შემადგენლობაში ისე, რომ ეს ხალხები არ შევიწროვდნენ"
მეტიც, ლავროვის სიტყვებით, რუსეთი ყოველმხრივ იცავდა გაეროს ისეთ მთავარ პრინციპებს, როგორებიცაა „კომპრომისის კულტურა, ყველაფრის აუცილებლად გაკეთება, რათა უშიშროების საბჭომ, როგორც საერთაშორისო მშვიდობაზე პასუხისმგებელმა მთავარმა ორგანომ, იმუშაოს კოლექტიურ საფუძვლებზე, ძალთა გაერთიანებით"
„ვეტოს უფლება, რომელსაც ასე ხშირად აკრიტიკებენ, სინამდვილეში შეკავებისა და საპირწონეების მთავარი გარანტია, რაც აუცილებელია ნებისმიერ დემოკრატიულ სისტემაში" ---- განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და დაიჩივლა, რომ მოცემულ ეტაპზე, ზოგიერთები „ცდილობენ პროვოცირებას სიტუაციებისა, რომლებიც სავარაუდოდ, ვეტოს გამოყენების ქვეშ მოხვდებიან, არაკეთილსინდისიერი მიზნებით, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა"
„უშიშროების საბჭოს განსახილველად ცდილობენ, შენმოათრიონ მალაიზიური „ბოინგის" კატასტროფის სისხლის სამართლებრივი გამოძიება, '' დასძინა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა"

0
310
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
310
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0