x
image
მამუკა123
უკრაინელი ჟურნალისტი – რა აუცილებლობაა, რომ ჩვენი ულამაზესი ქალაქი ოდესა უკრაინის გეი დედაქალაქი გახდეს?!

ლიტვურმა სააგენტომ „BALTNEWS" –მა გაავრცელა სტატია სათაურით, „მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, ოდესაში ჰომოსექსუალისტების მსვლელობას სათავეში ჩაუდგეს" – გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება 14-15 აგვისტოს ფესტივალ „ოდესა პრაიდ-2015"-ს ჩატარების შესახებ", ამ ხმაურიანი დასახელების უკან იმალება ღონისძიებათა წყება, რომელსაც გამართავენ შავ ზღვაზე შეკრებილი სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლები" . „უკრაინასა და მზიურ ოდესაში, ისინი „მოიპოვებენ სულ უფრო მეტ სივრცეს" ტრადიციული ორიენტაციის ადამიანთაგან - წერს ლიტვური გამოცემა. სტატიის ავტორი, ჟურნალისტი ანატოლი ივანოვი, ინფორმაციაში გამოცემის x-true.info–ს ციტატებს ურთავს, სადაც უკრაინელი ჟურნალისტი, სვამს ასეთ კითხვას: – „რა აუცილებლობაა, რომ ჩვენი ულამაზესი ქალაქი გახდეს უკრაინის გეი დედაქალაქი?".
„BALTNEWS"– ის იტყობინებოდა, რომ ინტერნეტ წყაროებში ამბობენ, რომ მარში ლოზუნგებით „შევუერთდეთ ევროპულ თავისუფლებას" სათავეში თვითონ სააკაშვილი და მისი მოადგილე, „ახალი უკრაინელი" მარია გაიდარი ჩაუდგებიან. ასევე ღონისძიების ფარგლებში 15 აგვსტოს დაგეგმილი იყო ღამის საპლიაჟო გეი-საღამოც".
ავტორი: ანატოლი ივანოვი, ვილნიუსი

გავრცელებული ინფორმაციით, ოდესაში გეი–აღლუმის ორგანიზატორებს სასამართლოში უჩივლეს. ოდესის სამხარეო სასამართლომ თანასწორობის მარში აკრძალა. ფესტივალ "ოდესა პრაიდ-2015″-ის ორგანიზატორების წინაარმდეგ, სარჩელი ოდესის საქალაქო საბჭომ შეიტანა. ისინი მარშის ორგანიზატორების მოთხოვნის შეზღუდვას მოითხოვდნენ 13-დან 16 აგვისტოს განმავლობაში. მათ ეს ნაბიჯი ქალაქში არსებულ ნეგატიურ განწყობას დააბრალეს.
სასამართლომ საქალაქო საბჭოს ინციატივას მხარი დაუჭირა, რადგანაც "ღონისძიებამ შესაძლებელია მართლაც რეალური საშიშროება შექმნას საზოგადოებრივი წესრიგის თვალსაზრისით", ასევე ფიზიკური ზიანი მიაყენოს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს.
"ოდესა პრაიდ-2015″ არის ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი თანასწორობის მარში პარასკევიდან კვირის ჩათვლით გაგრძელდება. სასამართლმ ასევე მხედველობაში მიიღო ის, რომ ქალაქში ამ პერიოდში ორი საფეხბურთო მატჩია დაგეგმილი.image

0
482
1-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
482
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0