x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134542
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
წარმატებული საქმიანობის წინაპირობები

imageადამიანები ხშირად ნანობენ გადადებულ საქმეებს. სიტუაცია,
როდესაც მნიშვნელოვან საქმეს, ამოცანის წარმატებით ვერ დაძლევის შიშით, ნაკლები მოტივაციის, ან სხვა რაიმე მიზეზით
გაადებენ ხოლმე, როგორც წესი ასოცირდება სტრესთან, წარუმატებლობასთან და სინანულთან.
საქმის გადადების ტენდენცია ჩნდება მაშინ,
როდესაც ზუსტი და მისაღწევი მიზანი არ არის კარგად დაგეგმილი, ან გადადიხარ სხვა, იმ
მომენტისთვის უფრო მნიშვნელოვან საქმეზე. ამ დროს საქმის გაკეთების თავდაპირველი მოტივაცია
გადადის უკანა პლანზე. პირობათად, დაბრკოლებას, რომელიც ბლოკავს ჩაფიქრებლის რეალიზაციას,
მისაღწევ მიზანს, შეიძლება დაერქვას ცრუ მიზანი, ანუ მიზანსა და მოთხოვნილებებს შორის
საპირისპირო კავშირი, ან, უბრალოდ, უიღბლობის შიში.

როდესაც ჩვენი მიზანი და მოტივაცია ემიჯნება ერთმანეთს,
მაშინ ჩვენ თავს ვიტყუებთ, თუ ჩვენ მიერ წამოყენებული მიზანი არ არღვევს ჩვენს სულიერ
წესრიგს ამოცანა რეალიზდება ბუნებდივად და შესრულებულ სამუშაოს თან ახლავს საკუთარი
ქმედების შედეგად გამოწვეული სიამოვნების განცდა ადამიანები ხშირას საჭიროებენ დახმარებას,
რომელიც მოდის, როგორც გარემოდან, ისე კონკრეტული ადამიანების რჩევებიდან, როგორც ამბობენ,
როცა რაღაცის გაკეთება მართლა სურს ადამიანს, მთელი სამყარო ეხმარება სასურველის მიღწევაში.
მაგრამ, როდესაც სურვილს გააჩნია შინაგანი დაპირისპირება შესაძლებლობებში, მაშინვე
ჩნდება მიზეზი, რომელიც გადაგრთვას სხვა საქმეზე და კავდები ისეთი საქმით, რომელიც,
ან ნაკლებად მნშვნელოვანია შენთვის, ან პირიქით, მიტოვებულ საქმეზე უფრო მნიშვნელოვანია.
ამ შემთხვევში, ის საქმე, რომელზეც გადახვედით წინ ძალიან ნელი ტემპით მიიწევს.


ადამიანებმა ერთმანეთთან უნდა დააკავშირონ რაღაცის გაკეთების
სურვილი და თავიანთი შესაძლებლობა ამ სურვილის რეალიზებისათვის. მაგალითად, თუ ადამიანს
აქვს სურვილი გახდეს მდიდარი და ამისთვის არ აქვს შესაფერისი პირობები, მისი სურვილი
ასოცირდება ფრუსტრაციასთან. მან შეიძლება დაიწყოს საკუთარ ფინანსებზე დაკვირვება, იაროს
მილიონერის გზით და წარმოსახვით მიაღწიოს ფინანსურ
თავისუფლებას. მათ შეიძლება დააჯერონ საკუთარი თავი მიზნის მიღწევაში სხვადასხვა ციტატითა
თუ არგუმენტებით, როგორიცაა „ მე ვარ ღირსი და შევძლებ, დროა გამდიდრების.“ თუმცა მათი ეს მიზანი თავიდანვე იყო ხელოვნური, ის
მოკლებული იყო შინაგან მოტიცავიას.


ჭეშმარიტია ის მიზანი, რომელიც ასახავს ადამიანის შინაგან
მოტივაციას და არის ლოგიკური სიტუაციიდან გამომდინარე. მიზნის მიღწევის წარმატებულობა
ასევე დამოკიდებულია სიტუაციაზე, ადამიანის მომზადებულობაზე, პრობლემის დაძლევისათვის
საჭირო გზის ფლობაზე.


ადამიანების
უმეტესობას დაბრკოლებების წინ ახასიათებს შიში, ამიტომაც ბევრი მნიშვნელოვანი საქმე
ხშირად გადაიდება ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ უკვე გქონდათ მსგავსი არასასიამოვნო,
უიღბლო გამოცდილება, ფსიქოლოგიური დარტყმა, რომელიც საქმის წარუმატებლობამ მოგაყენათ.
ამ შემთხვევაში, გამოსავალი მარტივია, აღიარო, რომ თქვენ გეშინიათ და გადადო საქმე შემდგომში, იმ დროისათვს, როცა გექნებათ
საქმის გადასაწყევტად საკმარისი მზაობა და ენერგია. ძალით გაკეთებული საქმე მომავალში
მოითხოვს ორმაგ ენერგიას, ორმაგ შრომასა და ორმაგ ხარჯს და, აქედან გამომდინარე, თქვენ
კვლავ დაუბრუნდებით ძველ, არასასურველ სიტუაციას. სწორედ ამიტომ, სასარგებლოა არ გადადოთ
დაგეგმილი საქმე, გამოიჩინოთ სიფრთხილე, გქონდეთ საკმარისი მოტივაცია და არ შეგეშინდეთ
ამა თუ იმ ამოცანის გადაწყვეტის. ჭეშმარიტი
მოტივაცია გაძლევს იმის უფლებას, რომ ამოისუთქოთ სიმშვიდით.

















ბაია კუბლაშვილი

0
42
შეფასება არ არის
ავტორი:ბაია კუბლაშვილი
ბაია კუბლაშვილი
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0