x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დუბაიში მამამ მაშველებს ქალიშვილთან მიკარება აუკრძალა,რის შედეგადაც გოგონა დაიხრჩო
imageდაუჯერებელი ამბავი მოხდა დუბაიში.მამამ, რომლის 20 წლის ქალიშვილიც წყალში იხრჩობოდა მაშველებს აუკრძალა ეშველათ მისთვის.ასე, რომ "ის არ შეურაცხყვეს".მამამ არჩია "შეუაცხყოფილი" ცოცხალი ქალიშვილის მაგივრად მკვდარი ეხილა.



მამაკაცი, რომლის სახელიც არ ხმაურდება დუბაიში დასასვენებლად ერთ-ერთი მუსულმანური ქვეყნიდან ჩამოვიდა.მისმა ქალიშვილმა წყალში ბანაობა გადაწყვიტა, დინებამ გოგონა გაიტაცა, დაინახეს რა მაშველებმა, რომ გოგონას სიცოცხლე საფრთხეში იყო საშველად გაეშურნენ, თუმცა მათ წინ გადაუდგა ქალიშვილის მამა, რომელიც აცხადებდა, რომ "მირჩევნია დაიხრჩოს, ვიდრე მას მამაკაცის ხელი შეეხოს".


"მაშველების მამასთან კამათში და ჭიდაობაში (საკმაოდ ძლიერი აგებულების იყო)დაიკარგა ძვირფასი წუთები, როდესაც მაშველებმა გოგონამდე მიაღწიეს, უკვე გვიანი იყო"-ციტირებს სამაშველო სამსახურის დირექტორის მოადგილის კოლ აჰმედ ბურკიბას სიტყვებს გამოცემა Emirates 247 .


"ეს იყო შემთხვევა, რომელიც არასოდეს დამავიწყდება, მან ჩემში შოკირება გამოიწვია, ისევე იმ ხალხში, რომლებიც ამ ამბავს შეესწრენ."-დასძინა ბურკიბამ.



პოლიციამ დამხრჩვალი გოგონას მამა დააკავა, მას დუბაიში გაასამართლებენ.


ცნობისთვის:ერთ-ერთ ჰადისში მითითებულია(გადმოცემა მუჰამედის შესახებ, რომელიც აღწერს მის რაიმე საქციელს)"მამაკაცისთვის უმჯობესია თავში რკინის ნემსი გაერჭოს, ვიდრე იმ ქალს შეეხოს, რომელზეც უფლება არა აქვს."


ასე, რომ ისლამში ცოდვად ითვლება ფიზიკური შეხება იმ ქალზე, რომელიც ახლო ნათესავად არ ითვლება.







2
735
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
735
  
2015, 10 აგვისტო, 22:34
ნეტა ასეთ კლდევამოსილ დამოკიდებულებას მართლა იცავდნენ და არ იყოს მათთან ისეთი უკუღმართი რიტუალები როგორიც სექს-ჯიჰადია და არასრულწლოვანებზე ქორწინება
2015, 10 აგვისტო, 19:41
ბნელა ამ მაღალგანვითარებულ ქვეყანაშიც...
0 1 2