x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508672
ბარაქის ხე
image

ბარაქის ხე

ამ სამხრეთაფრიკულ მცენარეს თითქმის ყველა ბინაში შეხვდებით. ის ერთ–ერთი ყველაზე გამძლეა ოთახის მცენარეთა შორის.აქვს ხორციანი ფოთლები (ხშირად წითელკანიანი) და სქელი, ხორციანი ღერო, რომელიც წყალს ინახავს და მცენარეს აცოცხლებს, თუ მისი მორწყვა დაგავიწყდებათ. შემოდგომით ზოგჯერ პატარა თეთრი ყვავილები ამოსდის.ფენ–შუის მიმდევრებს სჯერათ რომ, ეს მცენარე დოვლათისა და ხალისის სიმბოლოა–თუნდაც მარტო ვეს მიზეზია საკმარისი მის გასაზრდელად. თუ მაღალი მცენარებისატვის დაბალ მეზობელს ეძებთ C. socialis (ესეც სამხრეთ აფრიკული მცენარეა) გამოგადგებათ.მისი ხორციანი, კომპაქტური, ჯგუფ-ჯგუფად განლაგებული როზეტები 10 სმ სიმაღლეს ძლივს აღწევს. ეს სახეობა ზამთარში 6-7გრადუს C-ზეც კარგად იგრძნობს თავს, ოღონდ სინათლეს ნუ მოაკლებთ.


სინათლე მორწყვა



კარგი განათება აუცილებელია, განსაკუტრებით ზამთარში. არგებს რამდენიმე საათით მზეზე ყოფნაც. ზაფხულში მცენარეს ნიადაგი რეგულარულად გაუნოყიერეთ. ამ დროს მიწა ტენიანი უნდა იყოს.


ტემპერატურა მოვლა

კარგად გრძნობს თავს 18–24 გრადუს c-ზე. ზამთარში, როცა სინათლე ნაკლებია, სიგრილეში ამყოფეთ, ფოთლები რომ არ დაუწვრილდეს. ამ მცენარის მთავარი მტერი ზედმეტი წყალია. ფოთლებიდან მტვერი მოაცალეთ და მათი პრიალა ზედაპირით დატკბით. თუ საჭირო იქნება, ტოტებს წვეროები წააჭერით, რათა უხვად დაიტოტოს.


ადგილი

სამხრეთის ფანჯრის რაფა.


ზომა

დაახლ. 25 სმ.





0
994
4-ს მოსწონს
ავტორი:ახალი გზა
ახალი გზა
994
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0