x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
ყველაზე ძვირადღირებული სუნამოები მსოფლიოში. ერთ-ერთის ფასი მილიონ დოლარს აღწევს

image


სუნამო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ადამიანში უამრავ დეტალს უსვამს ხაზს. ამ მხრივ ყველას გემოვნება ინდივიდუალურია და ყველას სხვადასხვაგვარი სურნელის პარფიუმი მოსწონს. გარდა სურნელისა, პარფიუმები ერთმანეთისგან უამრავი რამით განსხვავდება. ისევე როგორც გაყიდვაში არსებული სხვა პროდუქტები, სუნამოც მით უკეთესია, რაც უფრო ძვირადღირებულია. წარმოგიდგენთ ჩამონათვალს, სადაც მსოფლიოში არსებული ყველაზე ძვირადღირებული სუნამოებია წარმოდგენილი. მითითებულია 30 მლ-ს ღირებულება.


10. Annick Goutal Eau d’Hadrien (500 $)
ANNICK GOUTAL განსხვავებული და უმაღლესი ფრანგული პარფიუმერიის სამყაროა, რომელიც აერთიანებს ემოციებს, ბრწყინვალებას, ხელოვნებასა და ვნებას. ეს საუცხოო პროდუქტია, განკუთვნილი მხოლოდ დახვეწილი და შემოქმედებითი სულის მქონე ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის.
სუნამოს წარმოება 1981 წელს, ანიკ გუტალმა და ფრენსის ქამილმა დაიწყეს. სუნამო შედგება ციტრუსის ინგრედიენტებისგან. მათ შორისაა ლიმონი, მანდარინი, ფორთოხალი, სიცილიური ლიმონი, გრეიფრუტი, ლაიმი, კვიპაროსი, ალდეჰიდები და სხვა მცენარეები. პარფიუმმა პოპულარობა 2008 წელს მოიპოვა. image9. Jar Bolt Of Lighting ( 765 $ )
JAR შექმნილია ჯოელ ა როზენტალის მიერ. თითოეული ბოთლი <<Bolt of Lightning>>-ის, არის სპეციალურად ხელით მოჭრილი. კონკრეტულად “jar'' აღმოსავლური ყვავილოვანი სუნამოა ქალბატონებისათვის. იგი გამოვიდა 2001 წელს. შედგება ძალზე ბევრი ინგრედიენტისგან. მაგალითად ყვავილების, ახლად მოჭრილი მცენარეების, მწიფე ხილისა და ტუბეროზასა და მუშკის ნორჩი ტოტებისგან.image8. Joy by Jean Patou ( 800 $ )
ეს სუნამო შეიქმნა 1929 წელს, საფრანგეთში, ანრი ალმერას მიერ. ის პოპარული 1936 წელს გახდა და ცნობადობით და გაყიდვებით შემოსული თანხით “Chanel № 5"-საც გადააჭარბა. “Joy''-ს შემადგელობა მართლაც უპრეცედენტოა. “10, 000 ჟასმინის ყვავილი და 336 ვარდია საჭირო, რათა შეიქმნას მხოლოდ ერთი უნცია" -განაცხადა მისმა შემქმნელმა.image7. Caron’s Poivre (1000 $)
თავდაპირველად 1904 წელს შეიქმნა, თუმცა გაყიდვაში 50 წლის შემდეგ, 1954 წელს ჩაეშვა. სუნამო ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია. არსებობს როგორც ქალის, ისე მამაკაცის. არამარტო სუნამოს არომატი, არამედ მისი ბოთლიც კი განსაკუთრებული და დახვეწილია. პარფიუმი თავისი ცივი და ცეცხლოვანი სუნით გამოირჩევა და მისი სახელწოდებაც ფრანგულიდან ითარგმნება როგორც “წიწაკა''.image6. Hermès 24 Faubourg (1500 $ )
ამ ზღაპრული სურნელების შემქმნელი Maurice Roucel გახლავთ. ის შეიქმნა 1995 წელს, ქალბატონებისთვის. ეს არის უიშვიათესი პარფიუმი, რადგან მისი მხოლოდ 1000 ბოთლია გამოშვებული. სუნამო მართლაც უპრეცედენტოა. მისი ინგრედიენტებია: ფორთოხლის ყვავილი, ჟასმინი, პაჩული, ილანგ ილანგი, ზამბახი, ვანილი, ქარვა და სანდლის ხე.image5. Clive Christian No. 1 ( 2150 $ )
სუნამო, რომელმაც გამოშვებისთანავე (2001 წელს) მთელი ინდუსტრია თავდაყირა დააყენა. განკუთვნილია როგორც ქალის, ასევე მამაკაცისთვის. მდიდარი და დახვეწილი სურნელების გარდა ის სხვა ბევრი ღირსებით გამოირჩევა. მხოლოდ მის ბოთლს 1/3 კარატიანი ბრილიანტი ამშვენებს. image4. Chanel Grand Extrait ( 4, 200 $ )
შანელის სუნამოები მთელ მსოფლიოშია ცნობილი, ეს სუნამო კი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფუფუნების საგანია. ყოველწლიურად მისი ძალიან მცირე რაოდენობა გამოდის. მისი შემადგენლობა საკმაოდ ფაქიზი ინგრედიენტებისგანაა შემდგარი. ის ჟასმინისა და ვარდის ნაზი სურნელის შერწყმითაა მიღებული.image3. Baccarat Les Larmes Sacrees de Thebes ( 6, 800 $ )
ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ სუნამოს არაჩვეულებრივ არომატსა და სურნელებაზე, მხოლოდ მისი ბოთლის აღწერაც საკმარისია, რომ მივხვდეთ რატომაა ის ასეთი წარმატებული და პოპულარული დღევანდელ სამყაროში. სუნამო, თავისი უმაღლესი ხარისხის ბროლისგან დამზადებული ფლაკონებით და აღმოსავლური ჯადოსნური არომატით სრული ფუფუნების საგანს წარმოადგენს. პარფიუმი ვარდის ფურცლების, ჟასმინი, ეგვიპტური მცენარეების, მურისა და გუნდრუკის ნაზავია. image2. Clive Christian No. 1 Imperial Majesty Perfume ( 12, 721 $ )
ეს სუპერ იშვიათი და სუპერ ექსკლუზიური სუნამო ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია მსოფლიოში. მისი ბოთლში არსებული სრული რაოდენობა 500 მლ-ს შეადგენს, გამოდის, რომ მისი ერთი ბოთლის ღირებულება დაახლოებით 215, 000 დოლარია. ის შეიქმნა 2005 წელს და გაყიდვაში მხოლოდ 10 ფლაკონია გამოსული. მისი ბოთლი გაფორმებულია 5 კარატიანი ბრილიანტით და 18 კარატიანი მყარი ოქროს სარტყელით.image1. DKNY Golden Delicious Million Dollar Fragrance Bottle ( 1 million $ )
და ბოლოს, სუნამო, რომელიც უკვე მეოთხე წელია გინესის რეკორდსმენია თავისი მართლაც რომ წარმოუდგენელი ფასით. იხილეთ მხოლოდ მისი ბოთლის აღწერილობა. ის მორთულია 14 კარატიანი ყვითელი და თეთრი ოქროთი, 183 ყვითელი საფირონით, 2700 თეთრი ბრილიანტით, 1.6 კარატიანი ფირუზით, 7.18 კარატიანი ოვალური საფირონით, 15 ვარდისფერი ავსტრალიური ალმასით, 4 ვარდისფერი მოჭრილი ბრილიანტით, 3.07 კარატიანი ოვალური დაჭრილი ლალით, 4.03 კარატიანი მსხლის ფორმის ალმასით და 2.43 კარატიანი უნაკლო, ყვითელი ბრილიანტით, ფლაკონის სახურავზე. დამერწმუნებით ეს მართლაც უაღრესად მდიდრული მოკაზმულობაა ერთი ფლაკონისათვის, მაგრამ კიდევ უფრო გაოცდებით, როცა გაიგებთ, რომ თითოელი ეს ქვა ხელით არის განთავსებული ბოთლზე. image

9
1474
14-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
1474
  
2015, 12 აგვისტო, 15:22
სუნამოს სუნი შემძულდა ამ ბოლო დროს ისეთი "იაფფასიანი" საშინელი სუნის მქონე სუნამოებს ისხავენ, რომ გული მიწუხდება ხოლმე, გასაგებია საშუალება თუ არ იქნება ძვირფასის ყიდვის, მაგრამ საშინელი სუნის მქონე სუნამოს დასხმას სულ არ დაისხა უმჯობესია
2015, 9 აგვისტო, 19:51
დიდი მადლობა
2015, 9 აგვისტო, 19:51
აუცილებლად :D
2015, 9 აგვისტო, 17:34
სტატია ძალიან მომეწონა!!! მაგრამ გული შემიწუხდა :):):)
2015, 9 აგვისტო, 17:18
მერე მიყიდე გინდ 2 ლარიანი იყო შევინახავ :D
2015, 9 აგვისტო, 17:11
ექვსლარიანი ოდეკალონი :D ვაგზალზე იყიდება :D
2015, 9 აგვისტო, 17:08
საჩვენო არაფერი გაქვთ??: :დ
2015, 9 აგვისტო, 16:45
მადლობა
2015, 9 აგვისტო, 16:24
ქალური სტატიაა :) მაგარია
0 1 9