x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"ყველაზე დიდი სიყვარული ხარ ჩემს ცხოვრებაში"-ვის უტყდება სიყვარულში მარიამ როინიშვილი?!
image
მარიამ როინიშვილი ქართველი მომღერალი გახლავთ, რომელსაც მთელი საქართველო იცნობს. ცნობილი ოჯახის შვილია და საზოგადოების ყურადღება არასდროს აკლია. (შეგახსენებთ, რომ მარიამი გია როინიშვილისა და თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილია.)

ოჯახი საკმაოდ ახალგაზრდამ, 20 წლისამ შექმნა. მარიამის რჩეული გიორგი მახარაძე გახლდათ. გიორგი მარიამის ძმის, კოკოს კურსელი და მეგობარი გახლდათ. ის მსახიობია და ამჟამად "თავისუფალ თეატრში" მიწვევით თამაშობს, ერთი პერიოდი მუსკომედიის თეატრის დასშიც ირიცხებოდა. წყვილი დაახლოებით 2 წლის მანძილზე მალავდა დაშორების ამბავს. მათ ერთი ქალიშვილი, პატარა ელენე ჰყავთ.

დღეს პატარა ელენე იუბილარია. მარიამი ქალიშვილს დაბადების დღეს სოციალური ქსელის მეშვეობით ულოცავს: "26 აგვისტო! 25 წლის განმავლობაში ყველაზე ბედნიერი დღეა ჩემს ცხოვრებაში!!! დღეს ჩემი ელენეს დაბადების დღეა! მთელ სამყაროს მოიცავს ეს გოგო ჩემთვის. მადლობა ღმერთს რომ შენი თავი მე მაჩუქა! ყველაზე დიდი სიყვარული ხარ ჩემს ცხოვრებაში, მიყვარხარ დე! ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან, ძალიან... ჩემო ყველაზე მაგარო გოგო. ჩემო სიცოცხლე ელენე!"

image


"9 თვე ელოდები და ხვდები, რომ შენს ცხოვრებაში რაღაც იცვლება, მაგრამ როდესაც ფაქტის წინაშე დგები და შენი შვილი გიჭირავს ხელში ხვდები, რომ შენი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ერთდროულად დიდი სიყვარულიც იყო და პასუხისმგებლობაც. მე მაშინ მზად არ ვიყავი დედობისთვის, მაგრამ, როგორც კი ელენე დავინახე იმწამსვე გავხდი დედა. ის არის დიდი, გრანდიოზული სიყვარული, შენი სისხლი და ხორცი, 9 თვე ატარე მუცლით და შენთან იზრდება. ეს რაღაც საოცარი შეგრძნებაა. ელენე დიდი სიყვარულის ნაყოფია და თვითონაც გრძნობს ამას"-გვიამბობდა მარიამი ერთ-ერთ გადაცემაში. image
image
image

0
977
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
977
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0