x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
როგორ მოახერხა ქეთა თოფურიამ მშობიარობის შემდგომ იდეალური ფორმების დაბრუნება და რატომ მალავს ის ქალიშვილის სახეს?

image
ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია უკვე 10 წელია ჯგუფ "ა სტუდიოს" სოლისტია. ის რუსულ შოუბიზნესში საკმაოდ ცნობადი და გამორჩეული სახეა. მაყურებელმა საქართველოდან ჩასული ახალბედა მომღერალი მალევე მიიღო და შეიყვარა. ქეთამაც ადვილად მოახერხა თავის დამკვიდრება და გარემოსთან შეგუება.

მომღერალი სულ ცოტა ხნის წინ დედა გახდა. გოგონას ოლივია დაარქვეს და ლივს ეძახიან. ქეთას პატარას მოვლაში დედა და ძიძა ეხმარებიან. მომღერალი ჯერ შვებულებაშია და ქალიშვილთან და მეუღლესთან ერთად ყოფნით ტკბება. ის ქალიშვილის ფოტოებსაც ავრცელებს, თუმცა არცერთ მათგანზე არ ჩანს გოგონას სახე. გაგიკვირდებათ, მაგრამ ქეთა ასე ცდილობს ქალიშვილი ბოროტი თვალისა და არაკეთილისმსურველებისაგან დაიცვას. "ყოველ სამ საათში ერთხელ მიწევს გაღვიძება. წყნარი ბავშვია, არ ჭირვეულობს, კარგად ჭამს. დედაჩემიც აქ არის, ძიძაც გვყავს და ყველა ამ პატარას დავფუფუნებთ"-გვიამბობს მომღერალი.image

ქეთამ ძალიან მალე მოახერხა სასურველი ფორმების დაბრუნება. მისი საიდულმო სწორ კვებაშია: "გოგონებო გადავწყვიტე მოგწეროთ, რადგან ყველა მეკითხება ასე სწრაფად როგორ ჩავდექი ფორმაში. გპასუხობთ: ამ ყველაფერს პირის დახურვის გზით მივაღწიე. მართლია ჯერ კიდევ დამრჩა ზედმეტი ხუთი კილოგრამი (ფოტოებზე არ ჩანს იმიტომ, რომ კარგად ვიცი საჭირო პოზის დაკავება) ამ დროისთვის ჯერ-ჯერობით აღარ ვხდები, ალბათ ორგანიზმს აღარ სურს ერთიანად წონის დაკარგვა. თუმცა, დიეტაზე ვარ. დიეტა კი შემდეგნაირია: ცილებს + ცელულოზა და ბევრი წყალი, ანუ სწორი კვება!"

მომღერალი რამდენიმე კვირაში საკუთარ საქმეს დაუბრუნდება, თუმცა ტურნეებში ისე ხშირად სიარულს აღარ აპირებს.imageimageimageimageimageimage





0
164
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
164
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0