x
მხარდაჭერა რუსთავი2-ს

image>>>... მომიტევეთ თუ შეგაწუხეთ, ჩემი აზრების აფიშირებით, ისედაც ამ ცხელ ზაფხულში, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვეხმაურო, იმ უაზრო იწილო-ბიწილოს რაც, რამდენიმე დღეა, ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ეთერით მიმდინარეობს...(მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა ამ ტელეკომპანიისა და მის მესვეურთა მიმართ.)

კერძოდ:
“რუსთავი2“–ის მიერ დაანონსებული აქციის “რუსთავი 2 შენთვის” გეგმის მიხედვით, ტელეკომენიის მიერ ორგანიზებული კონცერტი 1 აგვისტოს ბათუმში, 2 აგვისტოს კი ფოთში უნდა ჩატარებულიყო.ქუთაისის და ფოთის მერიების სრულიად, არაკომპეტენტური და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ - უკანონო გადაწყვეტილებების გამო, კონცერტები ჩაიშალა. ადმინისტრაციული ორგანოებისმხრიდან, უარის თქმის მიზეზიუბრალოდ სასაცილოა, სატირალი, რომ არ იყოს.
იმ შემთხვევაშიც კი, (რაც მეტად საეჭვოა ზედიზედ ერთი სცენარით განვითარებული მოვლენების ფონზე) თუ მერიის მიერ სხვა კონცერტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება გაცილებით ადრე იყო მიღებული და ეს დოკუმენტებით დასტურდება, ვიდრე “რუსთავი 2“–ის მიმართვა, მაშინ მათ ეკისრებათ ვალდებულება, ალტერნატიული დრო და ადგილი შესთავაზონ ტელეკომპანიას.
თუ კი ადგილობრივი ხელისუფლება მოქმედებს საქართველოს მთავრობის მითითებით, ხელი შეუშალოს ტელეკომპანიას გამართოს კონცერტი, ეს ორმაგად სავალალოა და მოვუწოდებ მათ, რომ - "ბატონებო დროა გათავისუფლდეთ 21-ე საუკუნეში მაინც - იმ მავნე გადმონაშთისაგან, რასაც პატრონ-ყმობა ჰქვია", ხოლო თუ კი ეს ქმედებები ადგილობრივი მმართველობის ცხელ თავებში მოიხარშა, მაშინ მივმართავ ხელისუფლებას, რომ იგი განთავისუფლდეს, ამგვარი დათვური სამსახურის გამწევი თანამდებობის პირთაგან, რომებიც ჩირქს სცხებენ მის იმიჯსა და ავტორიტეტს, კომპეტენტურ ორგანოებს კი მოვუწოდებ დაიწყონ გამოძიება ამ ფაქტებზე, რადგანაც იკვეთება ისეთი გარემოებანი, რომელსაც სსკ-ის ენაზე სამსახურეობრივი სიყალბე ჰქვია, ამავ დროს არღვევს დემოკრატიული საზოგადოების ერთერთ ისეთ ფუნდამენტურ უფლებას, როგორიცაა შეკრების თავისუფლება.
ამ ფაქტების რეაგირების გარეშე დატოვება, არსებულ ეჭვებს დაადასტურებს და თქვენი ქმედება და დაემსგავსება სააკაშვილის მართვის ეპოქას, როცა იკრძალებოდა ყველაფერი, რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა მისი და ნაცბანდის მერკანტილურ ინტერესებთან... გთხოვთ ნუ დაემსგავსებით მათ, 2012 წლის 1 ოქტომბერი იმისთვის არ დამდგარა, რომ იგივე ჭაობში ჩავრჩეთ...
... მით უმეტეს, რომ ეს, არ გახლავთ პოიტიკური აქცია(თუმცა, რომც იყოს, მისი ჩაშლის უფლება მაინც არ გაქვთ ბათონებო), ესაა კონცერტი და თუ კი თვლით, რომ ამ ტიპის აქცია-კონცერტებმა შესაძლოა "რუსთავი - 2"- ის რეიტინგი გაზარდოს, რაც შემდგომ ოპოზიციის მხრიდან თქვენს საწინააღმდეგოდ შეიძლება იყოს გამოყენებული, გეთანხმებით, რომ ეს შესაძლებელია, მაგრამ აღნიშნულს ამ ტიპის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებით კი არა,
კარგი მუშაობით და უფრო მაღალი ხარისხის კრეატიულობით უნდა დაუპირისპირდეთ, რადგანაც ეს კონცერტები მაინც შედგება და თქვენი ვითომდა და პირდაპირ ვიტყვი პრიმიტიული წინააღმდეგობით, კიდევ უფრო მეტი სიმძლავრითაც, ამის გარანტიაა საქართველოს კონსტიტუცია!!!
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა -
"რუსთავი - 2" -ს მიმართ, მისი ტენდენციურობის გამო, ყოფილი ხელისუფლების სასარგებლოდ, (რომელთანაც პოლიტიკურადაც და იდეოლოგიურადაც დაპირისპირებულ პოზიციაში ვიმყოფები უკვე წლებია) და მის P.R- დანამატადაც და არა დამოუკიდებელ ტელევიზიად განვიხილავ ხსენებულ კომპანიას, რაც სრულიად აშკარაა და ამაზე სადაოც არაფერია,

>>>სრულ სოლიდარობას ვუცხადებ მას, რადგანაც ამას, ჩემი პროფესიული ეთიკა, მოქალაქეობრივი პოზიცია და პოლიტიკური მსოფლმხედველობა მავალდებულებს!!!
პატივისცემით, ადვოკატი - ლაშა სტურუა

0
102
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გიო სტურუა
გიო სტურუა
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0