x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
Volvo-ს ახალი ინოვაცია
უკვე დიდი ხანია, ავტომობლი ჩვენთვის არ არის მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება, ის არის მეორე სახლი ან თუნდაც სამუშაო ოთახი. ლოგიკურია, რომ რაც უფრო კომფორტულია მანქანა, მით მეტ ყურადღებას ვუთმობთ მას.Volvo ახალ ინოვაციას გვთავაზოს, რომელიც კომფორტისა და შესაძლებლობების პიკს აჭარბებს.

image

კომპანიამ ახალი დიზაინის ავტომობილის ჩვენება, შანხაის ავტოსალონში გამართა.
ის Lounge Consol-ს განსხვავებული და სრულიად ახალი მოდელია. გარეგნულ ფაქტორზე მეტად, შთამბეჭდავ როლს ავტომობილის სალონი ასრულებს. წინა სავარძელს ერთდროულად რამდენიმე ფუნქცია აქვს და საოცრად მიმზიდველია ქალბატონებისთვის.

image

თქვენ შეგიძლიათ მგზავრობის დროს 17 ინჩიან ეკრანზე მშვიდად და კომფორტულად უყუროთ ფილმებს, ასევე შეგიძლიათ სავარძლი 90 გრადუსით გადმობრუნოთ, გაიკეთოთ მაკიაჟი და შეინახოთ სამკაულები ან სხვა თქვენთვის საჭირო ნივთები.



image


ავტომობილის შემქნელების თქმით ეს არის ავტომობილი, რომელიც გადატვირთული და დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ ადამიანებს დასვენების საშუალებას აძლევს. მასში კომფორტიცა და დასვენებაც ერთმანეთთანაა შერწყმული, ასე რომ იმგზავრეთ, როგორც გსურთ, სადაც გსურთ და დაისვენეთ თქვენს ავტომობილთან ერთად! ამის გარანტს VOLVO XC90 LOUNGE გაძლევთ!

1
189
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
189
  
2015, 29 ივლისი, 19:15
გავაზიარე
0 1 1