x
დეფექტი „მე“

დეფექტი

დეფექტი „მე“ - მეს ერთი ან რამდენიმე ფუნქციის დარღვევა, რის ხარჯზეც ადამიანს ფსიქიკური დაცვის და ადაპტირების უნარი უმცირდება ან სულაც ებლოკება. მეს დეფექტი შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი ხასიათის განვითარებასთან ერთად. იგი ვითარდება განვითარების ინფანტიულ სტადიაზე და იჩენს თავს ადამიანის შემდგომ ცხოვრებაში.

მეს დეფექტის შედეგად ადამიანს დარღვეული აქვს შინაგანი და გარეგანი სამყაროს დიფერენცირება, ასევე საკუთარი თავის, სხვების და გარე სინამდვილის აღქმა, შემეცნების უნარი და კრიტიკული აზროვნება. მეს დეფექტი იწვევს პიროვნების ფსიქიკური სტრუქტურის დარღვევას, შიდაფსიქიკურ სისტემებში მაინტეგრირებელი და მასინთეზირებელი პროცესების ოპტიმალური ფუნქციონირების შეფერხებას. შედეგად, მე-ს ამა თუ იმ ფუნქციების მოშლით, ადამიანი კარგავს მოვლენების რეალისტური აღქმის, რთული სიტუაციაების ადეკვატური შეფასებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარს. გარემოს არაადეკვატური და არარეალური ხედვის გამო ადამიანს შუძლია აღიქვას ის სრულიად საწინააღმდეგოდ. სხვადასხვა ნივთების სწორი გეომეტრიული ფორმები აღიქმება, როგორც დაგრეხილი და ბუნდოვანი, რის შედეგადაც ყალიბდება ისეთი ხატები რომელებიც არიან ასიმეტრიული, რაც იწვევს შიშების წაროქმნას.

საკუთარი სახის, ტანის და ქცევის მანერების აღქმის დარღვევას შეუძლია გამოიწვიოს სრულიად არაადეკვატური რეაქციები. როდესაც ჩვეულებრივი ფორმის ყურები აღიქმება უშნო ნავებად, ნორმალური ფეხები აღიქმება დაგრეხილად, ხმის ინტონაცია და მიმიკა აღიქმება გამაღიზიანებლად და სხვა ადამიანებისთვის არამიმზიდველად. მეს დეფექტის კლინიკური გამოხატულება ვლინდება დეპერსონალიზაციაში, დერეალიზაციაში, მანიაკლალურ-დეპრესიასა და სხვა მდგომარეობებში. კვლევით და თერაპევტულ სფეროში ანალიტიკოსებს უწევთ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ საკუთარი მეს დეფექტის გამოვილებებზე, და მეს დარღვევებზე, რომლებიც ჩნდება ამა თუ იმ ცხოვრებისეულ სიტუაციებში. მდგრადი მეს დარღვევისგან განსხვავებით, პაციენტებს ხშირად უვითარდებათ ისეთი დროებითი მეს დარღვევები, რომლებიც დაკავშირებულია რეგრესიულ ტენდენციებთან, რომლებიც აქტივიზირდება ანალიტიკური მკურნალობის დროს.

მეს დარღვევის დიაგნოსტირება ფსიქოანალიზში ხდება, როგორც წესი, განვითარების ინფანტიულობის შეფასებით და ასევე იმ დარღვევების დაფიქსირებაში, რომლებიც შეიძლება წარმოშობილიყო დედასა და ჩვილს შორის, დაბადების პირველ თვებში არასაკმარისი ემოციური კავშირებით და ასევე სხვადასხვა სახის მატრავმირებელი მოვლენებით, რომელიც დაკავშირებულია ოჯახთან.

3
62
4-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ჩხიკვაძე
მარიამ ჩხიკვაძე
62
  
2015, 31 ივლისი, 9:55
ამ სტატიას დავადე უკვე, მომავალში რომ დადებთ რამე სტატიას სანამ გაუშვებთ ფოტო დაადეთ
2015, 30 ივლისი, 22:18
ამ სტატიას დავადო?
2015, 29 ივლისი, 11:15
მარიამ დაადეთ ფოტო სტატიას, სხვა შემთხვევაში ის დაიბლოკება!!!!
0 1 3