x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დევიდ ბექჰემმა გაჭირვებულ ოჯახს 100 000 დოლარი გადასცა საჩუქრად(ვიდეო)
imageრაიან სიკრესტის(Ryan Seacrest)ახალი სატელევიზიო შოუს - "Knock Knock "ფარგლებში საფეხბურთო ლეგენდამ გააოცა გონსალესების ოჯახი, გადააბიჯა რა მათი სახლის ზღურბლს 100 000 დოლარიან ჩეკთან ერთად.


გულუხვი ქველმოქმედება ამით არ დამთავრებულა, ბექჰემმა ოჯახის ყოველ წევრს ახალი აიფონი დაურიგა და თან დასძინა, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ისინი ანგარიშის შევსებაზე არ იზრუნებენ.


სიკრესტმა, გონსალესების ოჯახში მისვლამდე ბექჰემს უამბო, თუ როგორ
გაჭირვებაში ცხოვრობს ეს ოჯახი. მამა, რომელიც მექსიკაში პროფესიონალი
ფეხბურთელი იყო, იძულებული გახდა, სპორტი მიეტოვებინა და მუშაობა
მშენებლობაზე დაეწყო. ის ოჯახის წევრებს მხოლოდ თვეში ერთხელ ნახულობს.


გაოგნებულ გონსალესების ოჯახს ბეკჰემმა ასე მიმართა:"მე მომიყვნენ თქვენი ოჯახის შესახებ და ესაა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რომ მე აქ ვარ.


არაჩვეულებრივი ოჯახი ხართ. ვიცი, რამდენს შრომობთ ოჯახისთვის. აქ იმიტომ ვიმყოფები, რომ თქვენი ოჯახის წევრებს გავესაუბრო..მადლობა ჩემს მეგობრებს, მე თქვენთვის რაღაც მაქვს გადმოსაცემი."


ფეხბურთელის საჩუქარს ოჯახის წევრების მხრიდან ემოციები მოჰყვა.



ნახეთ საოცრად ემოციური ვიდეო.

1
300
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
300
  
2015, 27 ივლისი, 15:16
გაიხაროს :)
0 1 1