x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
პლუტონის თანამგზავრზე საიდუმლო შავი წერტილი აღმოაჩინეს
ამერიკის და ასევე მსოფლიოს კოსმოსური გამოკვლევების ლიდერმა სააგენტომ, იგივე

NASA-მ "ჯუჯა პლანეტად" აღიარებულ პლუტონს ახლოდან და მაღალი რეზოლუციის ფოტოები გადაუღო!



NASA-ს კოსმუსური ხომალდის, "New Horizons"-ის დედამიწაზე გამოგზავნილი

ფოტოები ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ პლანეტაზე გეოლოგიური მოძრაობები


ვითარდება. ასევე მეცნიერებმა შენიშნეს შავი წერტილი პლუტონის

თანამგზავრ ქარონშიც. ამ კითხვებს ჯერ-ჯერობით პასუხს ვერ სცემენ.


მათ ჯერ არ იციან თუ რა ხდება პლუტონის თანამგზავრ ქარონშიც!


image



NASA-ს კოსმუსური ხომალდის, "New Horizons"-ის მიერ გადაღებული ფოტოები

ყველანაირად ამტკიცებს, რომ ამ "ჯუჯა პლანეტაზე" ანუ პლუტონზე აშკარად

გეოლოგიური მოძრაობებია.


image



მერილენდში მდებარე ჯონ ჰოპკინსის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარებულ

პრესკონფერენციაზე, "New Horizons"-ის გენერალურმა დირექტორმა, ალან შტერნმა

შემდეგი განცხადება გააკეთა:


"ეს ძალიან მოულოდნელი შემთხვევა იყო ჩვენთვის, ვერც კი წარმოვიდგენდით

თუ ჩვენს მიერ გადაღებულ მაღალ რეზოლუციან ფოტოებში ასეთ ფაქტებს

წავაწყდებოთის! რათქმაუნდა ამას მაღალი რეზოლუციაც ვერ უშველიდა რომ არა

ჩვენი "New Horizons"-ი რომელიც მაქსიმალურად მიუახლოვდა "ჯუჯა პლანეტას", პლუტონს.

ფოტოები გადავიღეთ თუ არა რამოდენიმეჯერ ზედიზედ და დაუყონებლივ

გავგზავნეთ აშშ-ის შტატ კალიფორნიაში მდებარე Goldstone-ში,

ქალაქ კანბერაში(ავსტრალია) და მადრიდში(ესპანეთი). ფოტოებში იყო აღნიშნული

პლანეტა პლუტონში მიმდინარე გეოლოგიური მოძრაობები და მის თანამგზავრ ქარონში საიდუმლოებებით მოწული შავი წერტილი."



image



"New Horizons"-ის მეცნიერების თქმით, პლუტონზე მთების მსგავსი

სტრუქტურებია. რომლებიც მიახლოებით 3 400 მეტრის სიმაღლისაა და

მთლიანად ყინულით არის დაფარული.


image



მეცნიერების აზრით, მთების ასაკი 100 000 000 ნაკლებია, რაც იმას ამტკიცებს, რომ

პლანეტაზე გეოლოგიური მოვლენები ვითარდებოდა.


image




კოსმოსური ხომალდი "New Horizons"-ი 2006 წლის 19 იანვარს ფლორიდიდან გაფრინდა მზის სისტემაში. ამ კოსმოსურმა ხომალდმა 2006 წლიდან დღემდე,

9 წლისა და 6 თვის განმავლობაში წარმატებული აღმოჩენები გააკეთა, რის

შედეგადაც NASA-სგან სპეციალური ჯილდოც მიიღო.


image



NASA-ს კოსმოსური ხომალდი, "New Horizons"-ი პლუტონის გარდა, ასევე საინტერესო აღმოჩენების ავტორია თანამგზავრებზე: Charon-ზე Styx-ზე, Nix-ზე, Kerberos-ზე და Hydra-ზე.


imageimageimage


ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს გამოკვლევები, თუ რაიმე სიახლე იქნება, ამ

ინფორმაციასთან დაკავშირებით, აუცილებლად შეგატყობინებთ!















2
486
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
486
  
2015, 24 ივლისი, 11:11
გაიხარე მადლობა
2015, 24 ივლისი, 10:47
როგორც ყოველთვის მშვენიერია და გავაზიარე :)
0 1 2