x
image
გვანცა1234
"არ შევეგუები ცილისმწამებლურ და ათასნაირ მოგონილ ისტორიებს"- ოთო ნემსაძე დუმილს არღვევს

შოუ „ერთი ერთში“ ფინალთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს მომღერალი ოთო
ნემსაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ოთო ნემსაძე უარყოფს იმ ფაქტს, რომ
ფინალის გამარჯვებულ თაკო გაჩეჩილაძეს გამარჯვება არ
მიულოცა, მისი თქმით მან გაჩეჩილაძეს გამარჯვება მიულოცა, თუმცა სცენაზე
სხვა მიზეზით აღარ გაჩერდა.image„ამდენი ხანი ჩუმად ვიყავი და
ეხლა უბრალოდ არ შეიძლება გაჩუმება, პირველ რიგში არვის საწინააღმდეგო
არაფერი არ მაქვს და ვინც მიცნობს იცის რასაც ვფიქრობ ზოგადად ჩემს
კოლეგებზე და მითუმეტეს ინტრიგანი და შურიანი ადამიანი ნამდვილად არ ვარ.
პირველ რიგში ვიტყვი იმას რომ საერთოდ არანაირი კომენტარის გაკეთების
სურვილი არ მაქვს ჯერჯერობით ამ კონკურსზე რომელიც ცოტა ხნის წინ
დამთავრდა, მაგრამ არ შევეგუები ცილისმწამებლურ და ათასნაირ მოგონილ
ისტორიებს, ჩემი მუსიკალური მოღვაწეობა არც ამ შოუთი დაწყებულა და არც აქ
არ დამთავრდება. მინდა ყველამ იცოდეს და თუ ვინმეს სურვილი აქვს გადაახვიოს
და ნახოს, რომ მე ჩემს კოლეგას, მართლაც რომ ერთ-ერთ საუკეთსო მომღერალს
თაკო გაჩეჩილაძეს სცენაზევე მივულოცე და დღესაც და ცხოვრების ბოლომდეც
ვუსურვებ ძალიან დიდ წარმატებას. რაც შეეხება სცენაზე დგომას, ნამდვილად არ
გავჩერდებოდი იმ სცენაზე სადაც ფინალში მიკროფონი მეთიშება და სადაც
ნამდვილად ის აურაა რომელში ყოფნასაც არც ერთ ჩემს კოლეგას არ ვუსურვებ.
ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ შეურაცხმყოფელი კომენტარებისაგან და დატკბით
ცხოვრებით წარმატებები ყველას და მადლობა უამრავ ადამიანს რომელიც არა
მარტო ამ სამი თის განმავლობაში არამედ მთელი ცხოვრებაა ჩემს გვერდით
არიან. მიყვარხართ და მეამაყებით'' - წერს ოთო.image

3
490
10-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
490
  
2015, 21 ივლისი, 23:36
გავაზიარე
დამიბრუნეს ფუნქცია :)
2015, 21 ივლისი, 18:02
"დაიკიდე" ოთო, თითებზეა ჩამოსათვლელი შენნაირი ნიჭიერი მომღერლები საქართველოში.
0 1 3