ივენთები იაპონიაში გაიხსნა მსოფლიოში პირველი სასტუმრო,სადაც რობოტები მოგემსახურებიან(ფოტო,ვიდეო) 2015, 20 ივლისი, 9:35 ნაგასაკიში გაიხსნა მსოფლიოში პირველი სასტუმრო, სადაც რობოტები მოგემსახურებიან.
სასტუმრო გაიხსნა თემატურ პარკ Huis Ten Bosch-ში, სასტუმროს ჰქვია "Henn na", რაც თარგმანში ნიშნავს "უცნაურ სასტუმროს".ერთი ღამის გათენება კლიენტს 60$ დაუჯდება. სასტუმროში 72 ნომერია, რომელსაც 10 ადამიანი და 10 რობოტი ემსახურება. რობოტებს შორის არის როგორც ჰუმანოიდი, ასევე მაგალითად რობოტი-დინოზავრი. აგრეთვე ნომერში თქვენ დაგხვდებათ ორი რობოტი-კორსიეჟე.ანიმაციური რობოტი და გოგონა-ანდროიდი. კლიენტების ჩემოდნები გადააქვთ სპეციალურ რობოტ-ურიკებს, რომელსაც ადამიანის დახმარება არ სჭირდება. 237 5-ს მოსწონს 1-ს არა
|