x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ხრიკები, რომლებიც ყველა დიასახლისს აუცილებლად გამოადგება

ჩვეულებრივი კოქტეილის ჩხირი (საწრუპი), ალუბლის დასაკურკად
ნუ დაიღლით თავს რთული გზებით ალუბლის დაკურკვისგან. უბრალოდ მოიმარჯვეთ კოქტეილის ჩხირი, მოათავსეთ ალუბალი მინის ბოთლის თავზე და ჩხირი ალუბალში გაატარეთ. ასე ფულსაც დაზოგავთ, ენერგიასაც და დროსაც. იგივე მეთოდის გამოყენება (ბოთლის გარეშე) შეიძლება მარწყვისათვის ყუნწის მოსაძრობადაც. imageimageმარილი, თუჯის ჭურჭლის გასასუფთავებლად
იცოდით, რომ თუჯის ქვაბებისა და ტაფების გასახეხი საუკეთესო საშუალება, უბრალო სუფრის მარილი იყო?! მაშ ასე: ჩაყარეთ სუფრის მარილი ჭურჭელში და რბილი ღუბლით გახეხეთ ის. მარილი საუკეთესო ბუნებრივი აბრაზიული საშუალებაა, რომელიც შთანთქავს და აშორებს ჩამჯდარ ცხიმსაც კი. imageყინული, გაცვეთილი ხალიჩისთვის
თუ თქვენ დიდი ხანი გედოთ რაიმე ნივთი და მისი აღების შემდეგ შეამჩნიეთ გაცვეთილი მონაკვეთები ხალიჩაზე, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ შეიძინეთ, ნუ იდარდებთ, რადგან ეს პრობლემა, ვერც კი წარმოიდგენთ, იმდენად ადვილად მოსაგვარებელია. აიღეთ ჩვეულებრივი წყლის ყინული და მოათავსეთ ჩაღრმავებულ ადგილას. დაელოდეთ როდის გაშრება და შედეგით აღფრთოვანებული დარჩბით. image

სამზარეულოს ღრუბელი მიკროტალღურ ღუმელში
გიფიქრიათ რამდენად ბინძურია ის ღრუბელი, რომლითაც ჭურჭელს რეცხავთ, ან ყოველდღიურად მოიხმართ სამზარეულოში?! გეტყვით, რომ რაც არ უნდა ხშირად რეცხოთ, ის მაინც არ იქნება სათანადოდ სუფთა. სწორედ ამიტომ მოათავსეთ ღრუბელი ღუმელში, მაღალ ტემპერატურაზე, ორი წუთით. ეს კლავს ყოველგვარ მიკრობსა და ბაქტერიას. გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ არამეტალურ საწმენდებს ეხება, ასევე მოზომეთ ღუმელში ყოფნის ხანგრძლივობაც, რათა ღრუბელი არ დაწვათ.imageმარილი, უთოდან ჟანგისა და ნადების მოსაშორებლად
ხმარებიდან გარკვეული დროის შემდეგ, უთოს ზედაპირზე ჩნდება ნადები და ჟანგი. და აი, ამ შემთხვევაშიც “სასწაულმოქმედი'' მარილი გამოგვადგება. დაყარეთ გამოუსადეგარ ქსოვილზე მარილი და ჩართული უთო რამდენჯერმე გაატარეთ ზედ. შემდეგ კი უბრალოდ დატკბით შედეგით.imageვანილის ექსტრაქტი, სახლში ჯადოსნური სურნელისათვის
დღესდღეობით უამრავი ქიმიური საშუალება არსებობს, მაგალითად ჰაერგამწმენდი სპრეი, თუმცა დამეთანხმებით, რომ ბუნებრივ საშუალებებს არაფერი სჯობს. თუკი გსურთ თქვენს სახლში ჯადოსნური სურნელი იყოს, გაავსეთ ორი ყავის ჭიქა ვანილის ექსტრაქტით, მოათავსეთ ღუმელში 300 გრადუს ტემპერატურაზე, სულ რაღაც ერთი საათით და რამდენიმე წუთში თქვენი სახლი სასიამოვნო სურნელით აივსება.image

2
3791
12-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
3791
  
2015, 19 ივლისი, 19:53
სხვათაშორის არ მიცდია, უნდა ვცადო მეც :D
2015, 19 ივლისი, 19:10
მომიწევს უთო გავასუფთავო მარილით :)))
0 1 2