x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
გულისცემა
image


ყოველ წამს გესმის რომ გიცემს გული,

ის ცოცხალია – მშვენიერია,

თუმცა ვერ ხვდები რა გიხარია,


ან რა გაღელვებს – საოცარია.

დაუფიქრებლად, აუჩქარებლად

გზას მიუყვები, გულიც ისევ ძგერს;

ცდილობს ტაქტიდან არ ამოვარდეს,

როცა იხილავს ძვირფას საუნჯეს.

ყოველთვის რაღაც განცდა გაწუხებს –

რომ ერთ დღეს გული სულ მიგატოვებს.

არ გინდა ფიქრი, შიშის ზარი გცემს –

ყველაზე ძვირფასს ის თან წაიღებს.

დადგება ჟამი მარადისობის,

მსოფლმხედველობის გადაფასების.

რაც ასე გაფრთხობს, ასე გაშინებს,

რომ შეეხები – დროს დაგავიწყებს.

სარკმელთან დღეს და ღამეს ასწორებ,

ვერ ამჩნევ – ბინდი ერევა ნათელს,

ნუთუ შეძლებ და თვალს გაუსწორებ

გულში დანთებულ ელვარე სანთლებს.

შენი ყოფის აზრს ვერსად პოულობ,

მოხვედი როგორც დამკვირვებელი;

და გულისცემა ისევ გახსენებს –

რომ ხარ სიცოცხლის მატარებელი!


image

0
41
6-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0