x
image
Lerato
შერლოკ ჰოლმსი და ექიმი ვატსონი – სახალისო ისტორია
image


შერლოკ ჰოლმსი და ექიმი ვატსონი კარვებით სამოგზაუროდ წავიდნენ. ღამით, მას შემდეგ რაც კარგად მიირთვეს და ერთი ბოთლი ღვინოც დააყოლეს, დასაძინებლად დაწვნენ. რამდენიმე საათის მოგვიანებით ჰოლმს გაეღვიძა, თავის ერთგულ მეგობარს მუჯლუგუნი ჰკრა და ჰკითხა: " ვატსონ, ცას შეხედეთ და მითხარით რას ხედავთ".

ვატსონმა უპასუხა: "მე ვხედავ მილიონობით ვარსკვლავს".

"და ეს ყველაფერი თქვენ რას გეუბნებათ?" – დაინტერესდა ჰოლმსი.


ვატსონი დაფიქრდა ერთი წუთით და შემდეგ ასეთი რამ უთხრა: " ასტრონომიული ხედვით, ეს მე მეუბნება, რომ არსებობს მილიონობით გალაქტიკა და შესაძლოა, მილიარდობით პლანეტა. ასტროლოგიური თვალსაზრისით, მე ვხედავ რომ სატურნი

ახლა იმყოფება ლომის ზოდიაქოში. თუ დროზე ვილაპარაკებთ, დედუქციის მეთოდით

მე შემიძლია დავასკვნა, რომ ახლა დაახლოებით ოთხის თხუტმეტი წუთია.

თეოლოგიურად – მე ვხედავ რომ ღმერთი დიდი და ძლევამოსილია, ჩვენ კი პატარები და უმნიშვნელოები ვართ. მეტეოროლოგიურად კი შემიძლია ვივარაუდო, რომ ხვალ

მშვენიერი ამინდი გველოდება. და თქვენ რაღას გეუბნებათ?"

ჰოლმსმა ერთი წუთის შემდეგ ასეთი რამ უთხრა: "ეს მე მეუბნება, ვატსონ, ჩემო მეგობარო, რომ ვიღაცას ჩვენი კარავი მოუპარია".


0
406
9-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0