x
image
გვანცა1234
მადონას გულშემატკივარმა ათასობით დოლარი დახარჯა, რათა თავის კუმირს დამსგავსებოდა

ჩვენ ყველას გვყავს კუმირი, რომლის შემოქმედებაც მის გულშემატკივრად გვხდის. დაიანა ჯეროდი ცნობილი ამერიკელი დენს-პოპ მომღერლის და კომპოზიტორის - მადონას ერთ-ერთი გადარეული მოთაყვანეა. ეს გოგონა მაგალითია იმისა, თუ რამდენის გაკეთება შეუძლია ადამიანს თავისი “კერპის'' გამო.
როდესაც დაიანამ პირველად ნახა მუსიკალური კლიპი “material girl'', სწორედ მაშინ გახდა მადონას ფანი. ამ ფაქტის შემდეგ ამ ქალბატონს არ გამოუტოვებია მომღერლის არცერთი პერფორმანსი. ის ესწრებოდა ყველა კონცერტს და ყოველ ახალ ალბომს ყიდულობდა. მან საკუთარი ოთახიც კი გააფორმა მადონას პლაკატებითა და პოსტერებით.
დაიანა ახლა 38 წლისაა და ისევე აღმერთებს მადონას, როგორც უწინ, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ თავისი კუმირის პლაკატები და ალბომები აღარ აკმაყოფილებს. ახლა მას სურს, რომ საყვარელი მომღერლის იდენტური გარეგნობა ჰქონდეს, რისთვისაც ათასობით დოლარს ხარჯავს.
მისი ცხვირი სულ ოდნავ განსხვავდებოდა მადონას ცხვირისგან, ამიტომ ცვლილება სწორედ ცხვირით დაიწყო. მან ჩაიტარა მცირეოდენი პლასტიკური ქირურგია და მისი ცხვირი აბსოლუტურად იდენტური გახდა. შემდეგ მან შეიცვალა ქუთუთოების ფორმა, ვარცხნილობა, თმის ფერი და სახის რამდენიმე ნაწილი, მადონასთან უფრო მისამსგავსებლად. მან ამ ცვლილებებისთვის 50, 000 დოლარზე მეტი დახარჯა.
მისი ახლობლები დაიანას საქციელს სულელურად და გაუაზრებლად მიიჩნევენ, თუმცა თავად ასე როდი ფიქრობს?! ის საკუთარი სხეულის შეცვლისთვისაც მზად არის, არ ადარდებს ხალხის აზრი და ყველაფერს გააკეთებს, რომ მაქსიმალურად დაემსგავსოს მადონას.
ეს ფაქტი მართლაც რომ წამრმოუდგენელია, რადგან ალბათ ძნელია საკუთარი კუმირისთვის ამდენი რამის გაკეთება.image

2
120
12-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
120
  
2015, 15 ივლისი, 16:49
ეს უკვე ავადმყოფობაა.
2015, 15 ივლისი, 16:25
ვაი ამის პატრონს :)))
0 1 2