x
image
მანჩო 777
"გაზი აპარებდა და საცოდავი ქალი თურმე სამი დღის განმავლობაში რეკავდა დახმარების ცენტრში" - ტრაგედია გლდანში
საშინელი ტრაგედია დატრიალდა გუშინ გლდანის მეექვსე მიკრორაიონში. "ვარდების რევოლუციის პარკის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 16:00 საათისთვის, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად საცხოვრებელი კორპუსის სამი სართული, ფაქტობრივად დაინგრა. აფეთქებამ ასევე რამდენიმე მიმდებარე კორპუსი და სუპერმარკეტი დააზიანა.


image
აფეთქებამ, ამჟამინდელი ინფორმაციით, ოთხი ადამიანის, მათ შორის დედა-შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა. ერთ ქალბატონს გვიან ღამემდე ეძებდნენ ნანგრევებში.
რაც შეეხებათ დაშავებულებს, სულ ოთხი ადამიანი დაზიანდა. მათგან ორი გოგონა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მათი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.


image


მოხდებოდა თუ არა ტრაგედია, თუ... მოვლენების შესაძლო განვითარების თაობაზე მსჯელობს მთელი უბანი. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ თუ ბინას ჰერმეტულად არ დაკეტავდნენ, ტრაგედია არ მოხდებოდა. ზოგიერთი კი ტრაგედიას მეტალოპლასტმასის ფანჯრებს (იზოლაციის თვალსაზრისით) აბრალებს. მეზობლების უმრავლესობის და რიგი მაშველების ვერსიით, მეხუთე სართულზე, ბინაში ბუნებრივმა აირმა გაჟონა და ჰერმეტულობის გამო, კარის გაღებისას მოხდა აფეთქება. აფეთქების შედეგად სადარბაზოს ჯერ მეექვსე და შემდეგ მეხუთესთან ერთად მეოთხე სართული ჩამოინგრა.
დამაფიქრებელია ისიც, რომ გაზის გაჟონვის შესახებ შეტყობინება მოსახლეობამ შესაბამის უწყებებს ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე, რამდენიმეჯერ მიაწოდა.



image


კორპუსის მაცხოვრებლები მთელი დღის განმავლობაში აცხადებდნენ, რომ გაზის სუნი რამდენიმე კვირის წინ იგრძნობოდა. მეტიც, არც ერთმა მათგანმა არ უარყო, რომ გაზის სუნი ბოლო ერთი თვის განმავლობაში მათ კორპუსში იგრძნობოდა. მოსახლეობა ასევე ერთხმად აცხადებს, რომ შეტყობინებები 112-ს და "ყაზტრანსგაზს" არაერთგზის მიაწოდეს.


image


"ჩვენთანაც იყო, დედაჩემიც იძახოდა ამას. გაზის სუნი იყო საშინელი, ჩიოდა ხალხი და არავინ არ მოდიოდა, არც ყურადღება არაფერი. დედაჩემმა დარეკა, ხალხმა, სხვებმაც დარეკეს 112-ში... სხვებმა "ყაზტრანსგაზში'' დარეკეს და მისულებიც იყვნენ რამდენიმე დღის წინ", - განაცხადა გლდანის მეექვსე მიკროს მესამე კორპუსის მაცხოვრებელმა თეიმურაზ ალიევმა.


image


თუმცა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი კატეგორიულად უარყოფს ტრაგედიის ადგილიდან მიღებულ სიგნალს და აცხადებს, რომ მეექვსე მიკროდან არანაირი შეტყობინება არ მიუღიათ.
"112 -ში სახანძრო-სამაშველო კუთხით შემიძლია ხაზგასმით ვთქვა, რომ გამოძახება არ ყოფილა. გამოძახებიდან ზუსტად ხუთ წუთში ადგილზე იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველოს პირველი დანაყოფები და მინისტრის ბრძანებით, რამდენიმე წუთში გამოცხადდა სრული მობილიზება და გამოვცხადდით აფეთქების ადგილას", - განაცხადა სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა.


შემთხვევის ადგილზე დედაქალაქის მერი, დავით ნარმანიაც იმყოფებოდა. მისი თქმით, აფეთქების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, ბუნებრივი აირი კი მხოლოდ ვარაუდია.


image
"- სამწუხაროდ, ნგრევის შედეგად გარდაიცვალნენ ადამიანები. კორპუსი ძლიერად არის დაზიანებული. სამაშველო სამსახური პირველივე წუთებიდან მობილიზებულია და ატარებს შესაბამის სამუშაოებს, გამოვიძახეთ კონსტრუქტორები და დამატებით ტექნიკა. კონსტრუქტორებმა უნდა შეაფასონ ამ სადარბაზოების მდგრადობასთან დაკავშირებული საკითხი, რათა შესაბამისი ოპერაციის განხორციელების პროცესში კიდევ არ მივიღოთ მსხვერპლი. რამდენიმე ადამიანი დაშავებულია, რომლებიც გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში, სადაც აღმოუჩენენ დახმარებას. ჯანდაცვის მინისტრი და ჩემი მოადგილე ადგილზე იმყოფებიან და მეთვალყურეობას უწევენ მათ"- განაცხადა დავით ნარმანიამ.



1
898
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
898
  
2015, 15 ივლისი, 14:10
ყველაზე ცუდი იცით რა არის? ჩემს კორპუსშიც ანალოგიური სიტუაციაა, დაახლოებით ორი თვეა ჩემი კარის მეზობლის სახლიდან სულ გაზის სუნი გამოდის. რამდენჯერმე დარეკეს ერთხელ ბრიგადაც მოვიდა რაღაც გააკეთა და მაინც ისევ ისეა. წუხელ კი ღამის 10 საათზე მოვიდა ბრიგადა და თავიდან დაიწყო გაკეთება. სანამ რაიმე არ მოხდება და რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეს არ იმსხვერპლავს მანამ რატომ არ იბერტყავენ ყურებს არ მესმის :/
0 1 1