x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508602
მსოფლიო თანამრდროვე კინემატოგრაფიის ყველაზე ლამაზი ქალები
1. პირველ პოზიციას იკავებს ქალბატონი, რომელიც არა ერთხელ აღიარეს ყველაზე ლამაზ მსახიობად მსოფლიო კინემატოგრაფიაში და ის ასევე შედიოდა პლანეტის ყველაზე ლამაზი ქალების ჩამონათვალში, იმავდროულად აგრძელებდა წარმატებულ კარიერას საინტერესო ფილმებში მონაწილეობით და ყოველ ჯერზე ამტკიცებდა, რომ იყო დიდი სამსახიობო ტალანტით დაჯილდოვებული. საუბარია ანჯელინა ჯოლიზე, რომელიც ფლობს "ოსკარს" და სამ "ოქროს გლობუსს". მან საქვეყნო აღიარება მოიპოვა მას შემდეგ რაც შეასრულა ლარა კროფტის როლი ფილმში "ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი".

imageჯოლი გაეროს მშვიდობის ელჩია, ის მუდმივად ჩართულია საქველმოქმედო პროცესებსა თუ ღონისძიებებში. უფრო მეტიც, ყველასათვის ცნობილია მისი მესამე სამყაროს ქვეყნების ღარიბი ოჯახებიდან ბავშვების აყვანის ლტოლვა. ბოლო წარმატებულ ფილმად, მისი მონაწილეობით, ითვლება "ტურისტი", სადაც მან ჯონი დეპთან ერთად ითამაშა. მსოფლიო წამყვანმა გამომცემლობებმა არაერთხელ დაასახელეს ანჯელინა ჯოლი მსოფლიოს ყველაზე ლამაზ და სექსუალურ ქალად (ჟურნალი "Esquire" - 2004, გამომცემლობები "People" და "FHM" –2006.

image


2. მეორე ჰოლივუდის მსახიობი, რომელიც უამრავ რეიტინგშია მოხვედრილი, ნატალი


პორტმანეა, წარმოშობით ისრაელიდან. ის მალევე გახდა ცნობილი მას შემდეგ რაც სადებიუტო როლი შეასრულა ფილმში "ლეონი" ჟან რენოსთან ერთად.

image

ნატალის უამრავი ჯილდო მიუღია თავისი კარიერის მანძილზე, მათ შორის "ოსკარი" და "ოქროს გლობუსი".

image


3. ბოლო წლებში სერიოზულ პოპულარობას მიაღწია მსახიობმა და ფოტომოდელმა მეიგან ფოქსმა, რომელიც პრაქტიკულად ყოველ ახალ რეიტინგში იღებს მონაწილეობას. მეიგანი ცნობილი გახდა მას შემდეგ რაც ითამაშა მიქაელა ბეინსის როლი მაიკლ ბეიას ბლოკბასტერში "ტრანსფორმერები".

image


4. სხვა ახალგაზრდა მსახიობებს შორის აუცილებლად უნდა გამოვყოთ ყველასათვის კარგად ცნობილი "13" -ის როლის შემსრულებელი სერიალიდან "ექიმი ჰაუსი" – ოლივია უაილდი, მოგვიანებით გაიმყარა თავისი პოპულარობა ფილმით "ტრონი: მემკვიდრეობა".

imageოლივია ოთხჯერ მოხვდა ჟურნალ "Maxim" – ის ცხელ ასეულში.

image


5. ძალიან დიდი ხნის მანძილზე თანამედროვეობის ყველაზე ლამაზ ქალ მსახიობებს შორის წამყვანი პოზიციები ეკავა სკარლეტ იოჰანსონს, რომელმაც აღიარება მოიპოვა მას შემდეგ, რაც გამოვიდა ფილმი "თარგმანის სირთულე".

imageგარდა სამსახიობო ტალანტისა, სკარლეტს კარგი მუსიკალური მონაცემებიც აქვს, რამაც საშუალება მისცა მას ჩაეწერა ორი სტუდიური ალბომი.

image


6. მდედრობითი სქესის ყველაზე ლამაზი კინოვარსკვლავების უფრო ადრეულ რეიტინგებში ჩნდებოდა ავსტრალიელი და ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და პროდიუსერი ნიკოლ კიდმანი, რომელსაც თავის "არსენალში" გააჩნია "ოსკარის"

ქანდაკება და სამი "ოქროს გლობუსი". ნიკოლი მონაწილეობას იღებდა უამრავ ცნობილ

ფილმში, მაგრამ მისი სამსახიობო ოსტატობა ხშირად შეუმჩნეველი რჩებოდა უკვე

პოპულარული მსახიობების ჯიმ კერის, ტომი ლი ჯონსის, ჯორჯ ქლუნის, ველ

კილმერისა და სხვა ჰოლივუდის ცნობილი ადამიანების ფონზე.

image

მიუხედავად ამისა, კიდმანმა მოახერხა უამრავი თაყვანისმცემლის გულის დაპყრობა. კინოვარსკვლავების უმეტესობისაგან განსხვავებით, ის ცნობილი სპონტანურად კი არა,

არამედ ნელ-ნელა, თანდათანობით გახდა. მისი სამსახიობო და ვოკალური ნიჭის

უტყუარი მტკიცებულება გახდა მიუზიკლი "მულენ რუჟი", სადაც კიდმანმა შეასრულა

კურტიზანი ქალის როლი, რომელსაც სახელად სატინი ერქვა. ამის შემდეგ ნიკოლის

კარიერულმა წინსვლამ უფრო სწრაფი ტემპი აიღო, რამაც ჰოლივუდის კინოაკადემიის

კარი გაუხსნა.

image


7. უფრო ძველი თაობის კიდევ ერთი ლამაზმანი ისევ საოცარ ფორმაშია და ხშირად ჩნდება მოდის ჟურნალებში. მიუხედავად იმისა, რომ ის 50 გადაცილებულია, დემი მური განაგრძობს საზოგადოების გაოცებას თავისი ახალგაზრდული გარეგნობით. მისი

კარიერა წარმატებით ვითარდებოდა 80-90 წლებში, როცა ჯერ კიდევ ბრიუს უილისის

ცოლი იყო.

image

ყველაზე ცნობილი ფილმებიდან მისი მონაწილეობით უნდა გამოვყოთ "მოჩვენება", "რამდენიმე კარგი ბიჭი", "უხამსი წინადადება", "გამოაშკარავება", "ჯარისკაცი ჯეინი",

"სტრიპტიზი", "მისტერ ბრუკსი". ამჟამად მური განაგრძობს ფილმებში მონაწილეობას და კარიერის დასრულებას სულაც არ ჩქარობს.

image


8. მასზე ცოტა უფრო ახალგაზრდა, იტალიური წარმომავლობის მსახიობი და ფოტომოდელი, მონიკა ბელუჩი დიდი ხნის მანძილზე იყო ყველაზე ლამაზი და სექსუალური ქალების რეიტინგების მონაწილე, თუმცა წამყვან პოზიციებს ვერ იკავებდა.

მონიკამ ითამაშა ბევრ განსხვავებული ჟანრის საინტერესო ფილმში დაწყებული კომედიებით და ზღაპრებით, დამთავრებული ბოევიკებით და თრილერებით.

image

მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია: "მგლების საძმო", "ასტერიქსი და ობელიქსი: მისია

კლეოპატრა", "მზის ცრემლები", "ქრისტეს ვნებანი", "დახვრიტე ისინი".

image


9. მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მსახიობების რიცხვში ასევე შედის გვინეთ პელტროუ.

ის ფლობს "ოსკარს", ოქროს გლობუსს" და "ემის" და არის თავად სტივენ სპილბერგის

ნათლული. მისი კარიერა განვითარების პროცესში იყო 90 წლების ბოლოდან – 2000 წლების დასაწყისში, ახლა კი პიკს მიაღწია, მას შემდეგ რაც მონაწილეობა მიიღო ექშენ- ტრილოგიაში "რკინის კაცი".

image

მანამდე გვინეტს მონაწილეობა მიუღია ბევრ სერიოზულ ფილმში (მათ შორის ენტონი ჰოპკინსთან ერთად "მტკიცებულებაში"). მაგრამ ნამდვილი დიდება მას ეწვია 2010 წლის ბოლოს, როდესაც მაყურებელთა დიდმა ნაწილმა სერიოზულ კინოზე მეტი უპირატესობა მიანიჭა სპეც-ეფექტებით გაჯერებულ კომიქსების ეკრანიზაციას, ამაზე კი ნამდვილად ღირს დაფიქრება.

image


10. კიდევ ერთი ქერათმიანი ჰოლივუდის მსახიობი – შარლიზ ტერონი – დამსახურებულად მოიპოვა მაყურებელთა სიმპატიები და ცნობილი გახდა 90 წლების ბოლოს, მას შემდეგ რაც ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორიცაა " ორი დღე ველზე", "ბუმბერაზი ჯო იანგი", "ეშმაკის ადვოკატი", და "მეღვინეების წესები".

image

ამერიკელი კინოვარსკვლავი, წარმოშობით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, მრავალჯერ გამხდარა პრესტიჟული ჯილდოების მფლობელი, მათ შორისაა "ოსკარი",

"ოქროს გლობუსი" და შეერთებული შტატების კინომსახიობთა გილდიის პრემია.

ამჟამად ტერონი აქტიურად აგრძელებს ცნობილი რეჟისორების ფილმებში მონაწილეობას.

image


11. ოსკარი, თავის კოლექციაში, აქვს კიდევ ერთ მსახიობს, რომელიც ფიგურირებს "მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალ მსახიობთა" ჩამონათვალში. – პენელოპა კრუსი,

წარმატებული კარიერა გაიკეთა იმით, რომ მონაწილეობა აქვს მიღებული 50-ზე მეტ

ფილმში 20 წლის მანძილზე.მათ შორისაა "კოკაინი" – ჯონი დეპთან ერთად და "ვანილის ცა" – ტომ კრუზთან ერთად.

image

2011 წელს პენელოპამ კვლავ მიიქცია მაყურებელთა და კრიტიკოსთა ყურადღება მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო "კარიბის ზღვის მეკობრეების" მეოთხე ნაწილში. მსახიობის ამჟამინდელი მუშაობის გრაფიკი ორი წლით ადრეა გაწერილი.

image


12. კიდევ ერთი ცნობილი ლამაზმანი ჰოლი ბერი, პირველი შავკანიანი ქალი მსახიობია, რომელმაც მიიღო "ოსკარი" მთავარი როლის შესრულებისთვის ფილმში

"მონსტრების მეჯლისი". ამას გარდა, ის "ოქროს გლობუსის" და "ემის" მფლობელია.

1986 წელს ჰოლი გახდა ასევე პირველი აფროამერიკელი, რომელმაც წარმოადგინა შეერთებული შტატები "მის მსოფლიოზე". შედეგად დაიკავა მეექვსე ადგილი.

image

გარდა იმისა, რომ ბერი ჩნდებოდა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალების უამრავ რეიტინგში, მან მონაწილეობა მიიღო საკმაოდ ბევრ ცნობილ კინოსურათში, მათ შორისაა: "პაროლი – მახვილი თევზი", საიუბილეო მე-20 ფილმი აგენტ 007-ზე "მოკვდი, მაგრამ ახლა არა", ტრილოგია "იქს ადამიანები და ა.შ.image

13. სერიალ "მეგობრების" ვარსკვლავი და ბევრ კარგ კომედიაში მთავარი როლების შემსრულებელი, ნიჭიერი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი, თავის დროზე ასევე შედიოდა ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი მსახიობების ჩამონათვალში, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც საჭორაო ობიექტად იქცა ბრედ პიტთან დაშორების მერე.

image

მსახიობს დღესაც ჰყავს ათასობით თაყვანისმცემელი, რომლებიც აქტიურად ადევნებენ თვალყურს მის კარიერას სერიალ "მეგობრებიდან" მოყოლებული. ამ როლის

შესრულებისთვის ჯენიფერმა მიიღო "ოქროს გლობუსი" და "ემი".

image


14. მიუხედავად იმისა რომ კეით ბეკინსეილი ნაკლებად პოპულარულია სამსახიობო კუთხით, მუდმივად ჩნდება თანამედროვე კინემატოგრაფიის ყველაზე ლამაზ ვარსკვლავთა რეიტინგებში. მან საზოგადოებას თავი გააცნო მას შემდეგ, რაც მონაწილეობა მიიღო ისეთ ძვირადღირებულ ამერიკულ ფილმებში, როგორიცაა: "პერლ ჰარბორი", "ინტუიცია", "ვან ჰელსინგი" და კვადროლოგია "სხვა სამყარო".

image

2009 წელს ჟურნალმა "Esquire" თანამედროვეობის ყველაზე სექსუალურ ქალად

აღიარა.

image


15. ყველაზე ლამაზ ქალ მსახიობთა ჩამონათვალში ხშირად შედის კეტრინ ზეტა ჯონსი, კიდევ ერთი ბრიტანელი, რომელმაც მიიღო ოქროს ქანდაკება ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმში "ჩიკაგო".

image

თავისი კარიერის მანძილზე მოასწრო ეთამაშა ისეთ ცნობილ მსახიობებთან, როგორებიც არიან: შონ კონერი ("ხაფანგი"), ანტონიო ბანდერასი ("ზოროს ნიღაბი"), აარონ ევჰარტი ("ცხოვრების გემო"), და პოპულარული მსახიობების მთელ გუნდთან ფილმში "ოუშენის 12 მეგობარი".

image


16. ბოლო წლების ბევრ რეიტინგში საკმაოდ მაღალ პოზიციებზე იმყოფება ჯესიკა ბილი – ამერიკელი მსახიობი, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ გახდა პოპულარული მას შემდეგ რაც ითამაშა, უკვე კარგად ცნობილ მსახიობებთან ერთად, ისეთ ფილმებში, როგორიცაა: "მობილური" (კრის ევანსი და ჯეისონ სტეტჰემი), "ილუზიონისტი" (ედვარდ ნორტონი), "წინასწარმეტყველი" (ნიკოლას ქეიჯი).

image

2012 წლის 19 ოქტომბერს მსახიობი ცოლად გაყვა ჯასტინ ტიმბერლეიკს, რითაც კვლავ საზოგადოების და ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო.

image


17. კინოს სამყაროს ერთ-ერთ ლამაზმანად არაერთხელ დაუსახელებიათ ჟესიკა ალბა. მისი ფილმებიდან ყველაზე დასამახსოვრებელია თრილერი "ცოდვების ქალაქი", "ფანტასტიკური ოთხეული" და კომედიური ჟანრის ფილმი "წარმატებები, ჩაკ".

image

ვებ-პორტალ AskMen.com–ის 2006 წლის გამოკითხვით "99 ყველაზე სასურველი ქალების" ჩამონათვალში, ალბამ პირველი ადგილი დაიკავა, ერთი წლის შემდეგ კი "მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალად" აღიარა ჟურნალმა FHM.

image


18. ყველაზე ლამაზ ქალ მსახიობთა ჩამონათვალში ხშირად მოიხსენიებენ ჯენიფერ ლავ ჰიუიტს, რომელიც ასევე არის პროდიუსერი, რეჟისორი და მომღერალი. ლიდერის პოზიციები არ დაუკავებია, მაგრამ ამ კუთხით მის მიმართ ყურადღება სერიოზულად გაიზარდა, რაც ითამაშა ფილმში "გულთამპყრობელები". ჯენიფერი თავის პოპულარობას უნდა უმადლოდეს როლებს სერიალებიდან "ბრწყინვალე ხუთეული" და "მოჩვენებებთან მოსაუბრე", ასევე მან მთავარი როლი შეასრულა საშინელებათა ფილმში "მე ვიცი რა ჩაიდინეთ გასულ ზახულს".

image

ჯენიფერის ყველაზე დიდი მიღწევა "ყველაზე ლამაზების" რეიტინგებში არის 29 ადგილი ჟურნალ "Maxim"– ის 2006 წლის ყველაზე ცნობილი სექსუალური ქალების ცხელ ასეულში.

image


19. ყველაზე ლამაზ ქალ მსახიობთა რეიტინგებში ხშირად ენ ჰეთუეის სახელი

ციმციმებს, რომელიც ფლობს "ემის" და "ოქროს გლობუსს". მისი მონაწილეობით ყველაზე უფრო ცნობილი ფილმებია: "ეშმაკი ატარებს პრადას", "ალისა საოცრებათა ქვეყანაში", "შავი რაინდი: აღზევება".

image



20. ჩვენს ჩამონათვალს ვასრულებთ შედარებით ნაკლებად ცნობილი მსახიობით და

ყოფილი მოციგურავით ჯული ბენცით. მას შემდეგ რაც ითამაშა სერიალ "დექსტერში"

ბევრმა ჟურნალმა აღიარა სერიალების ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ვარსკვლავად.

ამჟამად, ჯულის სამსახიობო კარიერაში წინსვლები აქვს – მისი სამუშაო გრაფიკი რამდენიმე წლით ადრეა გაწერილი.

image

















3
728
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
728
  
2015, 27 აგვისტო, 19:05
გამეცინაა! გაიხარეე!
2015, 27 აგვისტო, 14:08
მე მაპატირთ, ეს რომ მცოდნოდა აუცილებლად შევიყვანდი :)
100% გეთანხმებით, უნდა იყოს!
2015, 27 აგვისტო, 10:00
ჩემი უსაყვარლესი ლივ ტაილერი რატომ არაა ამ სიაში?!
0 1 3