x
image
მანჩო 777
25 ადგილი დედამიწაზე, სადაც ადამიანები არ უნდა ცხოვრობდნენ
image


ამბობენ, რომ ცოცხალ არსებებს შორის ადამიანს ყველაზე კარგად აქვს განვითარებული გარემოსთან ადაპტაციის უნარი, მათ შორის ისეთთან, სადაც ცხოვრებისათვის საკმაოდ მკაცრი პირობებია. ჩვენს პლანეტაზე უამრავი მშვენიერი ადგილია, სადაც ცხოვრება დიდი სიამოვნებაა, მაგრამ ადამაინების გარკვეული ნაწილი ამა თუ იმ მიზეზის გამო საცხოვრებლად ირჩევს ისეთ გარემოს, რომელიც ჩვენ მხოლოდ კოშმარულ სიზმარში თუ დაგვესიზმრება.

დღევანდელ პოსტში მინდა გაგაცნოთ დედამიწაზე მდებარე რამოდენიმე ადგილი უმკაცრესი გარემო და ბუნებრივი პირობებით, სადაც წესით ადამიანები არ უნდა ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ რატომღაც სწორედ ეს ადგილები აირჩიეს თავიანთ საცხოვრებლად. ამ კუთხეებში არის ურთული კლიმატური პირობები, არაა კავშირი გარესამყაროსთან, ეკოლოგიური მდგომარეობა შემზარავია, მაგრამ იქ მაინც არსებობს სიცოცხლე და ეს ადამიანები შეგუებული არიან სასტიკ პირობებში ცხოვრებას.


მაშ ასე, წარმოგიდგენთ 25 ადგილს დედამიწაზე, სადაც ადამიანები არ უნდა ცხოვრობდნენ.



1. სადგური "ვოსტოკი", ანტარქტიდა


image

აქ არის სიცივის რეკორდული მაჩვენებელი, ჰაერს ფაქტიურად არა აქვს ტენიანობა, თვალნათლივ იგრძნობა ჟანგბადის ნაკლებობა, ქარის საშუალო სიჩქარე 18 კმ/სთ-ია, ხოლო პოლარული ღამეები თითქმის ნახევარი წელი გრძელდება. მკვლევარებს, რომლებიც აქ ცხოვრობენ, გარემოსთან შესაგუებლად რამოდენიმე თვე სჭირდებათ. ისინი გამუდმებით იტანჯებიან ციებ-ცხელებით, თავის ტკივილით, ხშირად აქვთ ცხვირიდან სისხლდენა და ა.შ...მაგრამ რა გზაა?- მეცნიერება ხომ მსხვერპლს მოითხოვს.


2. "სიკვდილის ველი'', აშშ


image

ეს არის დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე ცხელი ადგილი, მაგრამ აქაც არის რაიონი სახელწოდებით ფერნას-კრიკი, სადაც ხალხი ცხოვრობს.


3. ოიმიაკონი, რუსეთი


image

ამ ადგილის დასახასიათებლად იმის აღნიშვნაც საკმარისია, რომ ოიმიაკონს ჩრდილოეთის სიცივის პოლუსს უწოდებენ.


4. ლა-ოროია, პერუ


image

ეს არის უკიდურესად დაბინძურებული ადგილი, რაც აქ მდებარე ტყვიის მაღაროების დამსახურებაა. აქ მცხოვრები ბავშვების უმეტესობა ტყვიითა მოწამლული.


5. დალოლი, ეთიოპია


image

ადამიანები, რომლებიც აქ ცხოვრობენ, შეგუებული არიან გარესამყაროსთან მოწყვეტას და 40 გრადუს ჰაერის საშუალო ტემპერატურას.


6. ნორილსკი, რუსეთი


image

რუსეთის ეს ქალაქი თავის თავში აერთიანებს ძალიან დაბალ ციმბირულ ტემპერატურას და სამრეწველო დაბინძურების უკიდურესად მაღალ დონეს.


7. მოტიო, ჩინეთი


image


ეს არის საშინლად მიუდგომელი ადგილი, სადაც 10 ათასამდე კაცი ცხოვრობს. აქ რომ მოხვდეთ, მთელი კვირა უნდა იაროთ მთის ციცაბო ბილიკებზე.


8. მული, ფარერის კუნძულები


image

ამ სოფელში სულ ოთხი ადამიანი ცხოვრობს. მათ უხდებათ აიტანონ გარესამყაროსგან იზოლაცია, ბუნებრივი რესურსების ნაკლებობა და არაპროგნოზირებადი ამინდი.


9. მერხალაია, ინდოეთი


image

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ნესტიანი ამინდი დედამიწაზე. აქ საშუალოდ ცხრა თვის განმავლობაში წვიმს და არც მუსონური ქარებია სასიამოვნო ასატანი.


10. კიფუკა, კონგო


image

ამ სოფლის მცხოვრებლებს გამუდმებით უწევთ ჭექა-ქუხილის ატანა. ერთ კვადრატულ კილომეტრზე წელიწადში საშუალოდ 25-ჯერ ეცემა მეხი.


11. მცურავი სახლები, ფილიპინები


image

ბაჯოს ტომის მოხეტიალე ხალხს მეორენაირად "ზღვის ბოშებსაც" უწოდებენ. ისინი ცხოვრობენ პირდაპირ ოკეანეში მცურავ სახლებში.


12. ტრისტან-და-კუნიას კუნძული


image

ეს არის კონტინენტიდან ყველაზე მეტად დაშორებული დასახლებული კუნძული. სამხრეთ აფრიკიდან ის 3000 კილომეტრითაა დაშორებული. აქაურებს უცხოები არ უყვართ და ეს არცაა გასაკვირი-ისინი ხომ სრულ იზოლაციაში ცხოვრობენ.


13. ბაროუ, აშშ


image

ალიასკაში მდებარე ეს სოფელი ცნობილია ხანგრძლივი პოლარული ღამეებით და საშინლად მკაცრი კლიმატით. ის მდებარეობს ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის სანაპირო ხაზთან.



14. სოკოტრა, იემენი


image

მიუხედავად იმისა, რომ ამ კუნძულზე 40 ათასამდე კაცი ცხოვრობს, აქ სულ ორად ორი გზაა და საერთოდ, ეს მწირი და მოუსავლიანი ადგილი საკმაოდ იზოლირებულია გარესამყაროსგან.


15. პომპეი, იტალია


image

სახელგანთქმული ვულკანის ვეზუვის ფედობები დღესაც დასახლებულია აქაური ნოყიერი ნიადაგის გამო, მაგრამ აქ მცხოვრები ადამიანები გამუდმებით იმის შიშში არიან, რომ ერთხელაც განმეორდება პომპეის ტრაგედია.


16. ლინფენი, ჩინეთი


image

ეს ქალაქი ჩინეთის ნახშირის მრეწველობის ცენტრში მდებარეობს. აქაურები თითქმის ვერ ხედავენ მზეს, თუმცა რა საჭიროა ლაპარაკი, ფოტოსურათი თავად ამბობს სათქმელს.


17. ჩერნობილი, უკრაინა


image

ადამიანთა გარკვეული რაოდენობა კვლავ აგრძელებს ცხოვრებას ამ უსიცოცხლო ზონაში, მიუხედავად 1986 წელს მომხდარი საშინელი ატომური კატასტროფისა.


18. ლა-რინკონადა, პერუ


image

აქ მცხოვრები 30 ათასი ადამიანი მუშაობს ოქროს საბადოებზე. მათგან უმეტესობა ვერცხლისწყლითაა მოწამლული. საინტერესოა ის ფაქტი, რომ აქ მომუშავე ადამიანები ხელფასს არ ღებულობენ, ამის მაგივრად მათ უფლება აქვთ თვეში ერთხელ წაიღონ იმდენი მადანი, რამდენის აღებასაც შეძლებენ. საინტერესო გარიგებაა, არა?


19. მინცინი, ჩინეთი


image

ეს მხარე მდებარეობს ორ მზარდ უდაბნოს შორის. ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მცირდება მოსავლიანი მიწების ფართობი, მათ ადგილს კი უდაბნო იკავებს, მაგრამ ადამიანები ჯერ კიდევ აგრძელებენ აქ ცხოვრებას.


20. კუკი, ავსტრალია


image


ოდესღაც ეს იყო რკინიგზის სადგური, ამჯამად აქ ოთხი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორს უწევთ წასვლა, რათა წყალი და საკვები მოიპოვონ, რადგან აქ არც წყაროა და არც მოსვალი მოდის.


21 .კუნძული პიტკერნი



image

აქ მისვლა მხოლოდ კანოითაა შესაძლებელი. კუნძულზე სულ ცხრა ოჯახი ცხოვრობს, ეს დაახლოებით 50 ადამიანია.


22. ტბა კივუ, კონგო-რუანდის საზღვარი


image

ამ ტბის ნაპირებზე დაახლოებით 2 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ტბა შეიცავს ძალიან დიდი რაოდენობის მეთანს, რაც უარყოფითად მოქმედებს ადამიანების ჯანმრთელობაზე. ყოველწლიურად ამის გამო აქ უამრავი ადამიანი იღუპება.


23. მერაპის მთა, ინდონეზია


image

უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში მთაზე მდებარე ვულკანი 60-ჯერ ამოიფრქვა. ამის მიუხედავად ადამიანები მაინც ცხოვრობენ ამ მთის ძირში.


24. ვერხოიანსკი, რუსეთი


image

წინათ აქ კატორღელებს ასაახლებდნენ. ამჟამად პოლარული წრის იქეთ მდებარე ამ პატარა, საოცრად ცივ ქალაქში 1500-მდე კაცი ცხოვრობს.



25. ატაკამას უდაბნო, ჩილე, პერუ


image


დედამიწის ამ ყველაზე მშრალ ადგილას ამჟამად ერთ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. მათგან უმეტესობა ადგილობრივ რკინის მაღაროებში მუშაობს.






1
4985
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
4985
  
2015, 10 ივლისი, 2:11
ძალიან კარგი სტატია იყო
0 1 1