x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
კბილის პასტის გამოყენების 16 უჩვეულო ხერხი

image1. ცოტაოდენი კბილის პასტისა და მშრალი ნაჭრის საშუალებით ხის ავეჯზე წყლისგან დატოვებული ლაქების ამოყვანა რამდენიმე წუთშია შესაძლებელი.

2. სცადეთ მანქანის ფარების კბილის პასტით გაწმენდა. შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.




image3. კბილის პასტა შესანიშნავად წმენდს და აპრიალებს ფორტეპიანოს კლავიშებს. ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ცოტაოდენი პასტა და მშრალი ნაჭერი დაგჭირდებათ.









image4. კბილის პასტისა და ძველი კბილის ჯაგრისის დახმარებით შეგიძლიათ, თეთრი ძირისა და დეტალების მქონე ფეხსაცმელი შესანიშნავად გაასუფთაოთ.




5. კბილის პასტა აუცილებლად გამოგადგებათ გამუქებული ვერცხლის ნივთების გაწმენდისა და გაპრიალებისთვის. ცოტაოდენი მონდომება და თქვენი სამკაული ახალივით იბზინებს.

6. კბილის პასტის დახმარებით შესაძლებელია, ტანსაცმლიდან მელნის ლაქის ამოყვანა. ამისთვის, დალაქავებულ ადგილს კბილის პასტა უნდა წაუსვათ, კარგად გაშრობა აცადოთ და გარეცხოთ.

7. თმის შეღებვის დროს თუ საღებავი კანზე მოგიხვდათ, ნუ შეშინდებით. კბილის პასტა საღებავის ლაქას უპრობლემოდ მოგაცილებთ.
8. მან, ვისთვისაც ზაფხული კოღოს ნაკბენებთან ასოცირდება, ჩანთაში ყოველთვის უნდა იქონიოს კბილის პასტა.
კბილის პასტა ხსნის კანის ქავილს და გაღიზიანებას. ამასთან, კოღოს ნაკბენს ნაკლებად შესამჩნევს ხდის. კბილის პასტა წაისვით კოღოს ნაკბენზე და თავიდან აიცილებთ კანის შეშუპებას და დასიებას.

9. ანთების საწინააღმდეგო და გამომშრობი ეფექტის მქონე კბილის პასტა შესანიშნავად ებრძვის სახეზე გამონაყარს. ღამით წაისვით გამონაყარზე კბილის პასტა და დილას მისი კვალიც აღარ დაგხვდებათ.

image10. კბილის პასტა იდეალურად ასუფთავებს უთოს ზედაპირს.






image
11. კბილის პასტის საშუალებით შესაძლებელია მობილური ტელეფონის ეკრანი დაზიანებისა და ნაკაწრების გარეშე გაწმინდოთ.

12. მათეთრებელი ეფექტის მქონე კბილის პასტით შესაძლებელია ხალიჩიდან ლაქების ამოყვანა.

13. კბილის პასტითა და პატარა ჯაგრისით შესაძლებელია, ხელებისა და ფრჩხილების იდეალურად გაწმენდა. პასტა ფრჩხილიდან მოაცილებს ლაქის ნარჩენებს და გამუქებულ ფრჩხილებსაც გაწმენდს.

14. კბილის პასტის საშუალებით შესაძლებელია დაბინძურებული თერმოსის, ქილებისა და სხვა სახის ჭურჭლის გარეცხვა და დეზინფექცია. ამ შემთხვევაშიც, სისუფთავე გარანტირებულია.

15. ძველი კომპაქტ-დისკი, ნაკაწრების მოსაცილებლად, კბილის პასტით გაწმინდეთ.

16. წყალში ყვინთვისთვის განკუთვნილი სათვალე რომ არ დაინამოს, შიგნიდან კბილის პასტის თხელი ფენა წაუსვით.
და ბოლოს არ დაგვავიწყდეს რომ კბილის პასტა კარგად ასუფთავებს კბილებსაც

0
1242
2-ს მოსწონს
ავტორი:pofiga
pofiga
1242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0