x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
მარჯვენა თუ მარცხენა ?

image


image
























ყოველდღე თუ არა, თვეში ერთხელ მაინც, მთავრობა გვაკვირვებს ან თუნდაც გვაფიქრებს ... მარჯვენა საჭიან მანქანებზე შეზღუდვების დაწესება, სისულელეა და სხვა არაფერი. იმ დროს, როცა თბილისში და ზოგადად ქვეყანაში მილიონობით
პრობლემაა მოსაგვარებელი, რა დროს მარჯვენა და მარცხენაა?
მოსახლეობის ნახევრს და კიდევ მეტს მარჯვენა საჭიანი ავტომობილი ჰყავს. რა უნდა ქნას ამ ხალხმა საინტერესოა..
გამოცდილი მძღოლი არა ვარ მაგრამ, ვერ დავეთანხმები იმ აზრს რომ ავარიების უმეტესი ნაწილი მარჯვენა საჭიანი ავტომობილების გამო ხდება, ვაღიარებ, დიდად არც მე მომწონს ასეთი მანქანები, მაგრამ ფაქტია, რომ მძღოლები, უპირატესობას ხარისხს ანიჭებენ და არა საჭის მდებარეობას...
მერიას თუ მაინცდამაინც, მუშაობის ჟინი აწუხებს და უნდა მისი არსებობა თბილისელებს რამით შეახსენოს, ისეთ საკითხს მაინც მიადგეს, რომელიც მის კონპეტენციასთან ახლოსაა. ნუ დაგვავიწყდება, რომ თბილისის გარდა სხვაგანაც ყავთ ავტომობილები და თუ მსგავსი რეგულაციის შემოღება გახდა საჭირო, მთელ ქვეყანას შეეხება და არა რომელიმე კონკრეტულ ქალაქს. დამეთანხმებით, ასეთი საკითხები სახელმწიფო სტრუქტურების მოსაგვარებელია და არა თბილისის მერიის.
უკეთესია, სანამ ავტომობილებზე დააწესებდნენ შეზღუდვებს, ჯერ გზები მოაწესრიგონ.

0
191
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0