x
image
ბოკვერა72
რატომ გამოიყვანეს ოდესის ქუჩებში ჰალსტუხიანი თხა და რას ითხოვენ სააკაშვილისგან

image
უკრაინული ინტერნეტ-გამოცემის, 1-news.net.-ის ცნობით, 6 ივლისს ოდესაში ჩატარდა მიტინგი, რომლის მოთხოვნა იყო ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის გადაყენება.

ორგანიზაცია „ანტიმაიდანის“ აქტივისტებმა ოდესაში გაიდაის ქუჩა გდაკეტეს და გამოიტანეს ბანერები შემდეგი სახის წარწერებით: „სააკაშვილი go home», „სააკაშვილი - სამხედრო დამნაშავე“.

„ჩვენ ერთადერთი მიზანი გვაქვს - ოდესას უნდა ჰყავდეს ნორმალური ადგილობრივი გუბერნატორი, რომელიც დაიცავს მის ინტერესებს, და არა შეშლილი სამხედრო დამნაშავე“ - განაცხადა აქტივისტმა, მიხაილ კოშელიოვმა და იქვე დასძინა: „ოდესას კარგად ახსოვს, რომ სააკაშვილს ხელები სისხლში აქვს ამოსვრილი, სწორედ მან გასცა სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან კვარტლებზე შეტევის ბრძანება, იქ ასობით მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, და მან დაიწყო ომი ოსეთში, დღეს კი ოდესაში ჩამოვიდა.“

აქციაზე ორგანიზატორებმა ჰალსტუხიანი თხა გამოიყვანეს. „ვფიქრობ ამას არავითარი ახსნა არ სჭირდება“ - განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა.


image

0
192
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ბოკვერა72
ბოკვერა72
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0