x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
კატა რომელიც მე-19 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა,სახელად "Су-34" შეარქვეს(ვიდეო)
imageაივნიდან გადმოვარდნილი პატარა ფისო ეზოში მდგარ Lexus RX300-ის საქარე მინას დაენარცხა.


ოჯახს, რომელსაც სახლში ორი ფისო ჰყავს ნოვოსიბირსკის საცხოვრებელ კომპლექს "ოთხ მუშკეტერში" ცხოვრობს.

"ერთი კვირაა ძლიერი სიცხეებია, ჰაერი დახუთული იყო, ამიტომ ყველა ფანჯარა ღია გვქონდა"–იხსნებს ოჯახის უფროსი-"დილით გავიღვიძეთ, ერთ კატას ვერ ვპოულობდით, სადარბაზოში კონსერჟეს დავურეკეთ, იქნებ სადარბაზოში დარბოდა, ქალმა კი გვიპასუხა:"წაიყვანეთ თქვენი კატა, ის თქვენი აივნიდან გადმოვარდა...მე გავიფიქრე, რაღა უნდა წავიყვანო? მე-19 სართულია!"


მამაკაცი ჩავიდა კონსერჟესთან თან გზაში ფიქრობდა, როგორ შეეპარებინა ცოლისთვის საყვარელი კატის დაღუპვის ამბავი, თუმცა როგორ გაოცდა მამაკაცი, როდესაც კონსრეჟესთან ცოცხალი კატა კნავილით შეეგება.



"ავტომობილის მინა ისეთ დღეში იყო, გეგონება კარტოფილის ტომარა დაეცაო ზედ"-აღნიშნა მამაკაცმა.

პატრონს კატას გადმოხტომა აივნიდან 20 000 რუბლი დაუჯდა.13 000 ავტომობილზე მინის გამოცვლა, ხოლო 7 ათასი ვეტერინართან მკურნალობა.


ოჯახმა გადაწყვიტა კატას ახალი სახელი შეურჩიოს, დაარქვას "Су-34" ან "МиГ-29", მფრინავი კატა, რომელიც სერიოზულად აზიანებს ავტომობილს.



კორპუსის წინ დაყენებულმა ვიდეოთვალმა დააფიქსირა კატის გადმოვარდნა და ავტომობილზე დაცემა.

1
37
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
37
  
2015, 7 ივლისი, 13:39
მართლა 7 სიცოცხლე ჰქონია კატას.
:)))
0 1 1