x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134537
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
რას ნახავთ სიკვდილის შემდეგ?

image1. სინათლე
ადამიანების უმეტესობა, რომლებმაც კლინიკური სიკვდილი გამოიარეს, ყვებიან, რომ იხილეს სინათლე გვირაბის ბოლოს. ეს ყველაზე გავრცელებული ფენომენია, რომელიც კლინიკური სიკვდილისას ჩნდება.
2. მფარველი ანგელოზი
ბევრი ირწმუნება, რომ მინიმუმ ერთი ანგელოზი ან სული მაინც ნახეს, რომელიც თითქოს მათზე ზრუნავდა სიკვდილთან ბრძოლის დროს. იმასაც ამბობენ, რომ სულები იმქვეყნად ეხმარებოდნენ, რომ საკუთარ სხეულში დაბრუნება შეძლებოდათ.

3. ადამიანების ნაწილი იხსენებს, რომ დედას შეხვდა სანამ სასიკვდილო მდგომარეობაში იყვნენ.

4. განვლილი ცხოვრების დანახვა

ადამიანები მთელ თავის ცხოვრებას ნახულობენ სიკვდილის წინ. ამ დროს ახსენდებათ თავიანთი მიღწევები და ყველა მოგონება სლაიდშოუსავით
თვალწინ ჩაივლის.

5. სიმშვიდე

გარდაცვლილების უმეტესობა, რომლებმაც მოახერხეს გამოცოცხლება, ამბობენ, რომ საოცარ სიწყნარეს და სიმშვიდეს გრძნობდნენ. ეს იმდენად ძლიერი და ღვთაებრივი შეგრძნებაა, რომ სულმა არ იცის, როგორ გააცნობიეროს და მიიღოს ის.

6. საკუთარ სხეულს დაინახავ

ადამიანები სხეულის ზევით მაღლდებიან და თავიანთ უსიცოცხლო სხეულს ფიზიკური სიკვდილის შემდეგ დაჰყურებენ. თითქოს თავიანთ სხეულზე ფარფატებენ. შეუძლიათ დაინახონ ყველაფერი, რაც ირგვლივ ხდება. ნებისმიერი მცდელობა სხეულთან დაკავშირების, უშედეგოდ მთავრდება.

7. არ გინდა დაბრუნება

სიკვდილის გამოცდილება იმდენად დამაწყნარებელი და მშვიდი მდგომარეობაა, რომ ადამიანები, რომლებიც მას გამოცდიან, აღარც ცდილობენ რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებას. წარმოიდგინეთ რამდენად სასიამოვნო შეგრძნებები უნდა დაგეუფლოს, რომ სიცოცხლის სურვილი აღარ გაგიჩნდეს.




0
274
2-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0