x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როგორ გამოვიცნოთ ადამიანის ხასიათი მობილურის ზარის მიხედვით
image
როგორი ზარი ან ზუმერი გაქვთ დაყენებული თქვენს მობილურ ტელეფონზე? როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ ამ, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალით, ბევრი რამის გაგება შეიძლება ადამიანის ხასიათზე. ზარის და ზუმერის შერჩევისას ადამიანს, შეიძლება გაუცნობიერებლად, სააშკარაოზე გამოაქვს საკუთარი გემოვნება, დამოკიდებულება საკუთარ თავთან და სხვებთან, ამბიციები და შინაგანი სამყაროს გარკვეული ნაწილი.

ქვემოთ წარმოგიდგენთ თუ როგორ ახასიათებს ადამიანს მობილური ტელეფონისთვის შერჩეული მუსიკა:


1. კლასიკური მუსიკა


image

თქვენ განსაკუთრებით კარგად გაქვთ განვითარებული ზომიერების გრძნობა. მიისწრაფვით ჰარმონიისკენ. პრაქტიკულად ყოველთვის ცდილობთ ყველაფერი გააკეთოთ ისე, როგორც საჭიროა და ბევრ შემთხვევაში გამოგდით კიდეც. თუმცა ზოგჯერ მოწყენილობა შემოგიტევთ, რაც აპათიაშიც იზრდება, და იწყებთ მიზეზის საკუთარ თავში ძიებას. თუმცა დეპრესიიდან ადვილად გამოდიხართ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ თავად კლასიკური მუსიკისგან და ზოგადად კულტურის სფეროსგან საკმაოდ შორს ხართ.



2. გიტარის აკორდები და სტანდარტული სატელეფონო ზარი



image

ხმამაღალი მელოდია დაბალი ტონებით, გიტარის აკორდები და სტანდარტული სატელეფონო ზარი თქვენს მობილურზე ამტკიცებს, რომ ხართ ჯიუტი და პირველ რიგში საიმედოობას აფასებთ. მიისწრაფვით სიმშვიდისკენ და გაწონასწორებულობისკენ. განწყობის მოულოდნელ ცვლილებას ყოველთვის ფარავთ ან დამაჯერებელ ახსნას უძებნით. მართალია, თავს ყველაზე ჭკვიანად არ მიიჩნევთ, მაგრამ ზოგჯერ ეჭვი მაინც გეპარებათ გარშემომყოფთა ინტლექტში. ახლობელი ადამიანები კი გიყვართ, მიუხედავად მათი ნაკლოვანებებისა.



3. ხუმრობები, სლოგანები, ცნობილი ფრაზები, ცხოველების ხმები


image


ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ ექსცენტრიულ ადამიანად გთვლიან. მართალია ეს თქვენ დიდად არ მოგწონთ, მაგრამ არც ეკამათებით. ბოლოს და ბოლოს მასისგან გამორჩეულობა ხომ თქვენი კოზირია, თუნდაც გაუცნობიერებელი. თქვენ იმდენად მაქსიმალისტი ხართ, რომ ზოგჯერ თქვენი გემოვნება და სურვილები სრულიად შეუთავსებელია თქვენს შესაძლებლობებსა თუ სტატუსთან. თუმცა ამ ზედმეტობას ხშირად თავადაც აღიარებთ.



4. კლასიკური როკი

image

თქვენ მოგწონთ მასშტაბურობა და ნორმიდან ცოტაოდენი გადახრა. თუმცა ეს ყოველივე გონიერების ფარგლებში, რადგან ზოგადად კანონმორჩილების მომხრე ხართ. გსურთ, რომ ყველაფერი წესების მიხედვით კეთდებოდეს, წინააღმდგ შემთხვევაში თამაშიდან გამოდიხართ. თქვენ სულით ხორცამდე „კლასიკური მუსიკის კლასიკური მოყვარული“ და მელომანი ბრძანდებით.

5. მუსიკა კინოჰიტებიდან


image

ზოგჯერ გარშემომყოფებს ძალიან აოცებთ. არაფრით გამორჩეული ადამიანი უცბად ისეთ რამეს ჩაიდენთ, რაც ნაცნობებს შოკში აგდებს. ამას თქვენგან არავინ ელის! თქვენ კი ამ დროს ნასიამოვნები და კმაყოფილი ხართ. გიყვართ როგორც ძვირფასი, ასევე იაფფასიანი ეფექტები და იცით კიდეც როგორ გამოიყენოთ.



6. „პოპ-როკი“

image

ამ შემთხვევაში თქვენ სიახლის მოყვარული და ცნობისმოყვარე ხართ. ცდილობთ დროს არ ჩამორჩეთ. იშვიათად იწყენთ, რადგან ყოველთვის პოულობთ გასართობს.



7. რომანტიკული მუსიკა ან სიმღერები

image

თქვენ კონსერვატული და სენტიმენტალური ბრძანდებით, განსაკუთრებით აფასებთ სიმყუდროვეს. ოცნებობთ იცხოვროთ ქალაქგარეთ, პატარა, მყუდრო სახლში საყვარელ ადამიანებთან ერთად და... მთელი დღე უსაქმურობაში ატაროთ. მაგრამ ამ ოცნებაში თქვენ თვითონვე ცდებით: როგორც კი ცივილიზაციიდან, ქალაქური ხმაურიდან და გასართობებიდან შორს აღმოჩნდებით მალევე იწყებთ მოწყენას.



8. პოპულარული თანამედროვე მელოდიები


image

თქვენ გიტაცებთ ყველაფერი რაც „ბრჭყვინავს“. ასეთ რამეს ნახავთ თუ არა, მაშინვე კარგავთ კონტროლს საკუთარ თავზე და სახლში მოგაქვთ. შეიძლება ნივთი, რომელმაც ერთი ნახვით ასე მოგხიბლათ, საერთოდაც ვერ გამოიყენოთ, მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს: თქვენთვის ესთეტიკა ფუნქციონალობაზე მაღლა დგას. ძალიან იმპულსური ხართ, ადვილად იხიბლებით, თუმცა ადვილადვე გიცრუვდებათ გული.

9. საკუთარი ქვეყნის ჰიმნი


image

სავარაუდოდ, თქვენ ახალგაზრდა ხართ და იუმორის კარგი გრძნობა გაქვთ.

3
284
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
284
  
2015, 2 ივლისი, 16:15
შვიდი
2015, 2 ივლისი, 16:14
გამოტყდი ახლა როგორი ზარი აქვს მობილურზე :))
2015, 2 ივლისი, 16:10
გავზიარდიიით :))))
0 1 3