x
image
K.P.
"ჯერ გავგუდე და ჩამოვკიდე ხეზეო... მრავალჯერ იყო გაუპტიურებული"–11 წლის ხარაგაულელ ბიჭის თავი არ მოუკლავს
imageხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში საზარელი შემთხვევა მოხდა. 11 წლის ბიჭი დედმამიშვილებმა ჩამომხრჩვალი იპოვნეს. ვერავინ ხსნიდა ბავშვის ამ ქმედების მიზეზს. ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა, სოციალურად დაუცველები იყვნენ, თუმცა დედ-მამა შვილების უზრუნველყოფას მაინც ახერხებდა. შემთხვევის დღესაც, მამა ბათუმში, ხოლო დედა შორიახლოს ყანაში იყო სამუშაოდ წასული. ვერავინ ხსნის რა შეიძლებოდა ყოფილყო პატარას თვითმკვლელობის მიზეზი, წინა დღეებში განსაკუთრებული უგუნებობა არავის შეუნიშნავს, მხოლოდ ერთხელ უთქვამს, რომ ცუდი სიზმარი ნახა. ოჯახის წევრები, იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ ბიჭი უბრალოდ თოკით თამაშობდა და უბედური შემთხვევა მოხდა.

პატარა დაუყოვნებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გონზე მოუსვლელად, მეორე დღესვე გარდაიცვალა. როგორც გაიკვა 11 წლის ბიჭის გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობის მცდელობა არ გახლდათ. პატარას ექსპერტიზა ჩაუტარეს და დადგინდა, რომ ის რამდენჯერმე იყო გაუპატიურებული.

"ბავშვს უთქვამს, შენ რო მე ეს გამიკეთე, ჩემს ბიძაშვილებს ვეტყვი და არ გაპატიებენეო. შენ თუ იმათ ეტყვი, მე მოგკლავო და ბავშვი დილას რომ ამდგარა, გამოსულა სათამაშოდ, მოკლა და ჩამოკიდა ხეზე"



"გაკვეთის შემდეგ გვითხრეს, რომ ბავშვი იყო ძალადობის მსხვერპლი - მრავალჯერ გაუპატიურებული. ასეთი პასუხი მივიღეთ ექსპერტიზიდან. ბავშვი არის გაუპატიურებული, ხერხემალში გადატეხილი. ბავშვმა თუ თავი დაიხრჩო, ხერხემალში როგორ გატყდა? მოძალადეს უღიარებია, რომ მე თვითონ ჯერ ხელით გავგუდე და ჩამოვკიდე მერე ხეზეო".



ეჭვმიტანილი 1995 წელს დაბადებული, 20 წლის რეზი ლ... გახლავთ.

"არანაირი შემხევბლობა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მას არ ჰქონია, ეს დანაშაული მას არ ჩაუდენია. ერთი მტკიცებულებაც არ არსებობს საქმეში ამ ბავშვის წინააღმდეგ"-ამტკიცებს ბრალდებულის ადვოკატი.

დაზარალებულის ოჯახმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი გადაწვა.image


0
833
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
833
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0