x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
2016 Toyota Auris უახლესი მოდელის ავტომობილი
Toyota-ს ისტორია ალბათ ბევრმა თქვენგანმა არ იცის თუ როგორ დაიწყო. 1867 წელს დურგლის ოჯახში დაბადებული ვინმე საკიში ტოიოდა მუდამ ოცნებობდა გამომგონებლობაზე, მაგრამ რადგანაც უფროსი ვაჟი იყო, იაპონური ტრადიციების მიხედვით მამის კვალს უნდა გაჰყოლოდა. საბედნიეროდ ამ პერიოდში ტრადიციებმა დასუსტება იწყო და საკიშსაც მიეცა შანსი ოცნებები განეხორციელებინა. თავდაპირველად მისი საქმიანობა საქსოვი დაზგები და ეს სფერო გახდა. 1894 წელს ქვეყანას მოევლინა მისი ვაჟი კიიშირო ტოიოდა, რომელიც 20 წლის მერე დაეხმარა მამას ეავტომატური საქსოვი დაზგის გამოგონებაში.

1930 წელს საკიში გარდაიცვალა, თუმცა მის ვაჟს- კიიშიროს კარგად ახსოვდა მამის ოცნება- ავტომობილების წარმოება და როდესაც მათი საქსოვი, ავტომატური დანადგარი ინგლისურმა კომპანიამ Platt Brothers & Go-მ შეიძინა 100 ათას გირვანქა სტერლინგად, უკვე იწყო კიიშირო ტოიოდამ ავტომობილების შექმნის წამოწყება. 1936 წელს შეიქმნა Toyota-ს ლოგო და ავტომობილი Toyoda AA, რომელიც ამერიკული ავტომობილის Crysler Airflow-ის ასლი იყო, თუმცა 1937 წლიდან უკვე ტოიოდა ავტომობილების ცალკე კომპანია გახდა სახელწოდებით Toyota Motor Company.

ყველამ კარგად იცით, რომ იაპონია ერთ-ერთი უძლიერესია ავტომობილების გამოგონებით, განსაკუთრებით კი Toyota-ს ფირმა. დღეს კი მინდა სიახლეზე გესაუბროთ, რომელიც სულ ახლახანს წარმოგვიდგინა ტოიოტამ. ტოიოტა აურისი კლასიკური და ძალიან კომფორტული ავტომობილია, რომელიც თავდაპირველად ტოიოტას სარეკლამო ცენტრებსა და გამოფენებზე გამოჩნდა, თუმცა გაყიდვაშიც სულ მალე, 2016 წლიდან გამოვა და მასზე დაწვრილებითი ცნობებიც მალე გახდება ცნობილი. ავტომობილი ძირითადად მანდილოსნებისთვისაა შექმნილი, თუმცა განურჩევლად სქესისა, მისი შეძენა ნებისმიერ პირს შეეძლება.


image


image



image


image

image

image

image

image

image

image



0
122
3-ს მოსწონს
ავტორი:emty
emty
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0