x
image
ტორნადო07
ზღაპრული და ძალიან ლამაზი პორტრეტების კრებული

რუსი ფოტოხელოვანი სვეტლანა ბელიაევა თავის ნამუშევრებში ქმნის მგრძნობიარე, ნაზ და დახვეწილ პერტრეტებს, რომლებიც გვაოცებს თავისი ელეგანტურობითა და გრაციოზულობით. მის ფოტოებზე გამოსახული გოგონები ზღაპრულ პრინცესებს გვანან, რომლებიც ახლახან ჩამოვიდნენ წიგნების ილუსტრაციებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ეს ფოტოები მუშავდება ფოტორედაქტორებში, ეს აუ უშლის ხელს მნახველს სიამოვნება მიიღოს ზღაპრული სამყაროს ხილვით. ფოტოების თვალიერებისას გეუფლება გრძნობა, რომ რომელიღაც ფენტეზის ჟანრის წიგნს კითხულობ. ნამდვილი საოცრებაა... ფოტოგრაფი ქალის სხეულის სილამაზეს სრულად გამოავლენს და ამასთან მათ მაგიურ იერსახეს სძენს. დარწმუნებული ვარ ნებისმიერი გოგონა დათანხმდებოდა ასეთ ფოტოსესიას და თავის კოლექციას უსაზღვროდ მგრძნობიარე ფოტოებს შეჰმატებდა. მაშ ასე მოდით კიდევ ერთხელ ერთად ვიხილოთ სვეტლანა ბელიაევას რამდენიმე მართლაც, რომ საოცარი ნამუშევარი. თუ არ დაგეზარებათ იქნებ კომენტარებში თქვენი შთაბეჭდილებები დაწეროთ...

image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

0
267
2-ს მოსწონს
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
267
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0