x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რა ხდება დედამიწაზე ერთი დღის განმავლობაში
imageრა ხდება დედამიწაზე მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში? მაშ ასე წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს, რომელთა შესახებ თქვენ სავარაუდოდ არ იცოდით. მაშ ასე, როდესაც თენდება...

7 მილიარდი ადამიანიდან ნაწილს სძინავს, ნაწილიც იღვიძებს. მხოლოდ 6 ადამიანი გაიღვიძებს დედამიწაზე კი არა კოსმოსში, უფრო ზუსტად კი დედამიწიდან 412 კილომეტრში. ეს საერთაშორისო კოსმოსური სადგურის წევრები არიან.image

ახალი დღე ჩვენს პლანეტას 380 ათას ახალ სიცოცხლეს მოუტანს...image

დაახლოებით 18 მილიონი ადამიანი აღნიშნავს თავის დაბადების დღეს.image


დღეს სიხარულისთვის საბაბი არ ექნება 9.8 მილიონ ადამიანს, რომლებიც ციხეში ზიან.image

დღის განმავლობაში ცაზე 8.6 მილიონი ელვა გამოჩნდება. თეორიულად ეს საკმარისია დიდი ქალაქის გასანათებლად.image

ერთი დღის განმავლობაში დედამიწაზე იმდენი ნალექი მოდის, რომ ამ ოდენობის წყალი საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ ყველა ადამიანს მიეღო შხაპი 1414-ჯერ.image

ერთი ხე დღის განმავლობაში გამოიმუშავებს იმდენ ჟანგბადს, რომ ეს საკმარისი იქნება 2 ადამიანისათვის.image

დედამიწის მაცხოვრებლები თავის საქმეებზე გზებს გაუყვებიან. გზების საერთო სიგრძე დადემიწაზე 70 მილიონ კილომეტრს აღემატება.image

ამ დღის განმავლობაში კონვეიერებიდან ჩამოვა 142 ათასი ახალი ავტომობილი.image

სადილობის დროს: აზიაში ყოველი ადამიანი შეჭამს 1 თეფშ ბრინჯს, საშუალოსტატისტიკური ევროპელი კი მხოლოდ ერთ სუფრის კოვზს.image

მთელი დღის განმავლობაში დედამიწაზე ადამიანები შეჭამენ 800 მილიონ ფორთოხალს...image

და ერთ მილიარდ ვაშლს...image

... 1.5 მილიარდ ბანანს...image

ჩინელები ერთი დღის განმავლობაში აიღებენ 512 ათას ტონა ბრინჯს...image

მთელს მსოფლიოში მოკრეფენ 1 700 000 ტონა ხილს...image

ქათმები მთელს მსოფლიოში დადებენ 190 მილიონ კვერცხს...image

... ეს ყველა კვერცხი ერთად იმდენივეს იწონის რამდენსაც 11 სამგზავრო თვითმფრინავი...image

მსოფლიოში ცხოვრობს 339 მილიონი ჭარბწონიანი ადამიანი, თუმცა სამჯერ მეტი ადამიანი შიმშილით იტანჯება...image

მთელს მსოფლიოში მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში გაიყიდება 570 000 ტელევიზორი...image

... და 3.4 მილიონი მობილური ტელეფონი...image

... 540 მილიონი გაზეთი...image

820 ათასი გოლფის ბურთი...image

შენაძენისთვის გადახდა მსოფლიოს 182 ვალუტით მოხდება...image

ადამიანები დღის განმავლობაში 22 მილიარდჯერ ჩარეცხავენ უნიტაზს...image

საშუალოსტატისტიკური ევროპერი წარმოქმნის 1.4-1.8 კილოგრამ ნარჩებევს...image

საღამო მოვიდა... დასვენების დროა... შესაძლებელია წიგნის წაკითხვა. მხოლოდ ერთ დღეში გამოიცემა 2753 ახალი წიგნი...image

10.7 მილიონი ინდიელი ნახავს ფილმს კინოთეატრში...image

231 მილიონი ადამიანი საღამოს სექსით დაკავდება...image

დედამიწაზე ცხოვრობს 100 მილიონი ადამიანი გვარად ჩანი. ეს ყველაზე გავრცელებული გვარია.

24 საათის განმავლობაში დედამიწაზე მზე ერთხელ ამოვიდა და ერთხელ ჩავიდა, მაგრამ არა იმ 6 ადამიანისათვის, ისინი 16-ჯერ ნახავენ მზის ამოსვლასა და ჩასვლას 24 საათის განმავლობაში.image

2
235
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ტორნადო07
ტორნადო07
235
  
2015, 22 ივნისი, 12:36
მადლობა. მიხარია რო მოგეწონა :)
2015, 22 ივნისი, 11:10
მომეწონა, კარგი სტატიაა :)
0 1 2