x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508793
რუსი ბარბი:"მშობლებმა მაიძულეს თოჯინა გავმხდარიყავი"
imageოდესელი ბარბის რუსმა კონკურენტმა ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში აღიარა, რომ მშობლებმა აიძულეს "ბარბის ვარსკვლავი" გამხდარიყო.



26 წლის ანჟელიკა კენოვამ ჯერ Daily mail-თან, შემდეგ კი Cosmopolitan-თან ინტერვიუში აღიარა, რომ მან საკმაოდ მწარე ცხოვრება გამოიარა და არა ისეთი ტკბილი, როგორც ეს კენის სახლში ჩანს.


"მე თავად არ ამირჩევია თოჯინას იმიჯი, ყველაფერი ეს ჩემმა მშობლებმა გააკეთეს, როდესაც 6 წელი შემისრულდა, დედამ დაიწყო ჩემთვის ბარბის თოჯინების შეძენა და მაცმევდა ისე, როგორც ბარბის თოჯინას.დედაჩემიც ძალიან ლამაზი ქალი იყო, ახალგაზრდობაში მას ბრიჟიტ ბარდოს ადარებდნენ."

imageშემდეგ იყო უფრო უარესი.მშობლებმა ანჟელიკას მოზარდ ასაკში სპეციალურად პერსონალური მწვრთნელიც კი დაუქირავეს იმისთვის, რომ თოჯინა ბარბის მაქსიმალურად დამგვანებოდა ისე, რომ მშობლებსაც ვერ გაერჩიათ ნამდვილი ბარბისგან.



ამ დღიდან მოყოლებული ანჟელიკა კვირაში 5-ჯერ ვარჯიშობს 2-3 საათის განმავლობაში.შედეგი სახეზეა, ანჟელიკას გასაოცარად ვიწრო წელი და დიდი მკერდი აქვს.არავითარი პლასტიკური ოპერაცია, -ყველაფერი ნატურალურია-განუცხადა გოგონამ ბრიტანელ ჟურნალისტებს.

image

ანჟელიკას პარამეტრები: 87-54-87, მკერდის ზომა 2, 5, -გოგონას სიმაღლე 165 სანტიმეტრია და იწონის 39 კილოგრამს.




რუს პრინცესა "ბარბის" არ ჰყავს პრინცი "კენი".მშობლები უკრძალავენ გოგონას ნებისმიერ ურთიერთობას მამაკაცთან და აკონტროლებენ ყოველ მის ნაბიჯს.


თუ ანჟელა მაინც მიდის სადმე პაემანზე, აუცილებლად დედის თანხლებით.დედა ურჩევს გოგონას ტანსაცმელს("უნდა გამოკვეთოს ჩემი სხეულის ღირსებები") და საერთოდ დედა წყვიტავს ანჟელიკას გარშემო ყველა საკითხს.


"ჩემმა მშობლებმა აღმზარდეს, როგორც პრინცესა, არ მაძლევენ უფლებას ვისეირნო მარტო, შევხვდე ბიჭებს, როგორც სხვა ჩემი ასაკის გოგონები..შედეგად მე ვერ შევეხამე რეალურ ცხოვრებას, ვცხოვრობ, როგორც ცოცხალი თოჯინა."


ახლა კი მამამისი არაა წინააღმდეგი, პირიქით მოხარული იქნება თუ მის ქალიშვილს Playboy-ში გადაიღებენ.

image



თუმცა ბრიტანულ პრესაში ანჟელიკას აღიარებითი ინტერვიუ სოციალურ ქსელის მომხარებლების ნაწილს მორიგი პიარის აგორების მცდელობად მიაჩნიათ, ხოლო ნაწილმა გოგონას გამძლეობა და წარმატება უსურვა მომავალში.

imageimage

2
892
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
892
  
2015, 20 ივნისი, 1:37
ლამაზია ძალიან
2015, 17 ივნისი, 21:51
რამხელა ბურთები აქვს. :))
0 1 2