x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134543
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
აუცილებლად უნდა ვიცოდეთ! მოსახლეობას წყლის ვარგისიანობაზე მითითებებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აძლევს

imageდედაქალაქი საშინელ მდგომარეობაშია. ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა განცხადებებით და ხშირ შემთხვევებში თხოვნით მიმართავენ მოსახლეობას იმის შესახებ, რომ თავი შეიკავონ ავტოსაგზაო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩებში მოძრაობისაგან, რათა თავიდან იქნას აცილებული ხანგრძლივი საცობები.

ახლახანს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ წყლის გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინონ. 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობით გამოწვეული გადამდებ დაავადებათა გავრცელების რისკი არაფრით აღემატება ნებისმიერი წყალდიდობის დროს გამოწვეულ რისკებს;

ბ) გადამდებ დაავადებათა თვალსაზრისით ყველაზე მაღალი რისკის მომცველია სასმელი და რეკრეაციული წყლები;

- "მოსახლეობას ვურჩევთ, რომ თუკი წყალი გარკვეული პერიოდი შეწყდა და შემდეგ მოვიდა, 10 წუთის მანძილზე უნდა იდინოს და მხოლოდ შემდეგ მოხდეს მისი გამოყენება. ახალდაბასა და ბეთანიაში, როდესაც ხდება გარკვეული კატაკლიზმები უკეთესია წყლის გადადუღება, “ - ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი პაატა იმნაძე.

თუმცა "თბილისის წყალში" კი ირწმუნებიან, რომ წყალი სუფთაა. ამის შესახებ კომპანია „GWP“ სპეციალურ განცხადებასაც ავრცელებს.

წყლის გარეშეა დარჩენილი დედაქალაქის რამდენიმე უბანი, თუმცა „GWP“ -ში აცხადებენ, რომ წყლის მიწოდება მათ მალე აღუდგებათ.

ქვეყანას უჭირს და განსაკუთრებით დედაქალაქს. მობილიზებულია სრულიად საქართველო და ახლახანს გავრცელებული ეს ინფორმაციაც ყურადსაღებია მოსახლეობის მხრიდან, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული ათასგვარი ინფექციებისა და დაავადებების გავრცელება ქვეყანაში.ამისათვის რჩევას აძლევენ მოსახლეობას, თუ როგორაა შესაძლებელი ონკანის წყლის გამოყენება; - სასმელად და ხილ-ბოსტნეულის გასარეცხად გამოიყენეთ გადადუღებული ან ბოთლში დაფასოებული წყალი; გარეცხეთ (გამოხარშეთ) დაბინძრებული ჭურჭელი, ან გარეცხვისთვით გამოიყენეთ საპონშემცველი საშუალებები და ე.წ. მათეთრებელი".

0
161
6-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0